სს გეს „საქრუსენერგოს“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება

2018 წლის 29 ივნისს (დაბა შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფში) სს გეს „საქრუსენერგოს“  აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართა. ქართულ მხრეს აღნიშნულ კრებაზე წარმოადგენდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ხოლო რუსეთის ფედერაციის მხრიდან კი საჯარო სააქციო საზოგადოება „ეეს ფედერალური საქსელო კომპანიის“ წარმომადგენელი ოლეგ ტკაჩენკო. ასევე კრებას ესწრებოდნენ სს გეს „საქრუსენერგოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, გენერალური დირექტორი ბაჩანა სულაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაზე განიხილეს სს გეს „საქრუსენერგოს“ ძირითადი მიმართულებები,  მიმდინარე აქტუალური საკითხები და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილებები.