ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

დღეს, სს გეს „საქრუსენერგოს“ სათაო ოფისის ტერიტორიაზე, ჩვენი კომპანიის თანამშრომელთა პატარებისათვის,  ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო საბავშვო გასართობი ატრაქციები, პატარებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა აქტივობებში ანიმატორებთან და ზღაპრის გმირებთან ერთად (სახის მოხატვა, ფეხბურთის თამაში, მხიარული სტარტები და სხვა). ბავშვებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.