განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

(შესყიდვის ობიექტი: სს გეს „საქრუსენერგოს“ ფუნქციონირებისთვის საჭირო  ფოლად-ალუმინის სადენი  და იზოლატორები.) 

ქ.თბილისი                                                                                       28 მარტი 2018 წ.

 

  1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს შესყიდვის პროცედურა, შეაფასოს პრეტენდენტთა განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
  2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და თანდართული ფორმების მიხედვით:

ა)   განცხადება მონაწილეობაზე, ფორმა N2 (თან ერთვის);

ბ)   ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის, ფასების და მიწოდების გრაფიკის შესახებ ფორმა N3 (თან ერთვის);

დასაშვებია წინასწარი გადახდა, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს  30 პროცენტისა.   ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების  ვადას .

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 5 საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული   ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ღირებულების  3,5% (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების  ვადას.

  1. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის  N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს კანცელარია.

  1. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  2018  წლის 5 აპრილის 16 საათი.

აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

  1. განაცხადები შეფასდება 2018 წ. 5 აპრილის შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
  2. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
  3. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
  4. მიწოდება იწარმოებს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
  5. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
  6. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.

11 გამარჯვებულად მიიჩნევა  და  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

   მსურველებს შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება როგორც ერთ ასევე ორივე  ლოტზე  ცალ ცალკე ლოტების მიხედვით.

  საქონლის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს.

 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტ. 595 95 70 70

იხილეთ დანართი:განცხადება