საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურიდან მიულოცა. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ეკონომიკის სამინისტრომ რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში, არაერთი ღონისძიება გამართა, დამთვალიერებლებისთვის 10 პავილიონი მუშაობდა – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იყო ინოვაციური შემეცნებითი კუთხე, ბავშვებისა და მოზარდებისთვის სხვადასხვა სახის და შინაარსის მასტერკლასები და ვორქშოფები.  მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა რამდენიმე თემატური გამოფენა, მათ შორის „გააზიარე ცოდნა“. გამართულ ღონისძიებებში სხვა ენერგოკომპანიებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა სს გეს „საქრუსენერგო“.

ამბროლაურის ცენტრალურ მოედანზე ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათზე საზეიმო კონცერტით დასრულდა.