ინფორმაცია 2018 წლის 02 ოქტომბრიდან 07 ოქტომბრის ჩათვლით 500 კვ ეგხ “იმერეთის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით

500 კვ ეგხ „იმერეთი“ საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან  შეთანხმებით შეკეთებაში ჩადგა 2018 წლის 02 ოქტომბრიდან 07 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში შესრულდა გატეხილი იზოლატორებისა და განმბრჯენების, ასევე გაცვეთილი სახაზო ელემენტებისა და მარყუჟებში დაზიანებული სადენების  შეცვლის სამუშაოები, მაღლივი დათვალიერება.

აღსანიშნავია, რომ ეგხ „იმერეთი“ მიმდინარე წელს შეკეთებაში იყო 23 მარტიდან 05 აპრილის ჩათვლით, რა დროსაც სხვა სამუშაოებთან ერთად 169 შუალედური ანძის დამჭერ გირლანდებში მასიურად შეიცვალა კოროზირებული და ჭუჭყიანი იზოლატორები.

მიმდინარე წლის ივნისის თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონე, რამაც გამოიწვია „ენგურჰესის“ აგრეგატებისა  და ეგხ „იმერეთზე“ მაღალი ტვირთების აღების აუცილებლობა, რის გამოც ეგხ „იმერეთს“ შეექმნა დასაშვები მაქსიმალურად დატვირთვის პირობა. აღნიშნულ პერიოდში ჩატარდა სადენების კონტაქტური შეერთებების ადგილების ტემპერატურული მდგომარეობის თბოვიზორული შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა ცხელი წერტილები N189 (960C), N305 (1080C), N341 (700C) და N363 (1000C) ანძების მარყუჟების მომჭერებში და თერმოშეერთებებში, რომლებიც აღმოფხვრილი იქნა ოქტომბრის თვეში გადამცემი ხაზის შეკეთებაში ყოფნის პერიოდში.

სამუშაოთა დიდი მოცულობისა და  ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის შეზღუდული ვადებიდან გამომდინარე სს გეს „საქრუსენერგოს“ წალენჯიხისა და ზესტაფონის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნების პერსონალთან ერთად სამუშაოთ წარმოებაზე მობილიზებული იქნა თბილისის სსუ-სა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი.

სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას და მონიტორინგს უწევდა დასავლეთ საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე. სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოებაზე კონტროლს ახორციელებდა ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია და ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დემურ ბუაძე.

500 კვ ეგხ „ იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე მობილიზებული იყო სს გეს „საქრუსენერგოს“ 41 თანამშრომელი და 18 ერთეული ავტოსპეცტექნიკა.

სარემონტო სამუშაოების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა გადამცემი ხაზის საიმედოობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ენერგოსისტემისათვის მოახლოებული შემოდგომა-ზამთრის პერიოდისა და გაზაფხულზე წყალდიდობის სეზონის წარმატებით გავლისათვის.