ინფორმაცია 500 კვ ეგხ „კავკასიონზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ

2018 წლის 8 აგვისტოდან საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით შეკეთებაში ჩადგა 500 კვ ეგხ “კავკასიონი”. შეკეთებაში ყოფნის პერიოდი გასტანს 31 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში სარემონტო სამუშაოები შესრულდება იმ მოცულობით, რაც დაკავშირებულია გადამცემი ხაზის გამორთვასთან. სამუშაოები შესრულდება ეგხ „კავკასიონის“ როგორც საქართველოს, ასევე რუსეთისის ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთებზე.

რუსეთის ტერიტორიაზე ეგხ „კავკასიონზე“ წარმოებს, როგორც გეგმით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, რომლებიც მოიცავს დაზიანებული იზოლატორებისა და სადენების შეცვლას, მაღლივ დათვალიერებას, შუალედური ანძების გვარლური დამჭიმების რეგულირებას და  კუთხოვანებისაგან გაძარცვული  ანძების აღდგენითი სამუშაოებს, გაჩეხვითი სამუშაოებს, რომელთა წარმოებაც სახიფათოა ეგხ-ს ჩართულ მდგომარეობაში, ასევე ავარიულ-აღდგენითი სამუშაოები ეგხ-ს N13-N14 მალში. 2017 წლის 24 დეკემბერს ავარიულად გამოირთო 500 კვ ეგხ „კავკასიონი“. დაზიანების ადგილის განმსაზღვრელმა ხელსაწყოებმა დააფიქსირეს 104 კმ ენგურჰესიდან, რომელიც მდებარეობს რუსეთის ტერიტორიაზე, ნახარის უღელტეხილის ჩრდილოეთ ფერდობზე. დიდთოვლობისა და რთული რელიეფის გამო ტერიტორიის დათვალიერება  მოხდა ვერტმფრენის გამოყენებით. დაზიანება დაფიქსირდა N13 და N14 ანძებს შორის მალში. 31 დეკემბერს მძიმე ტექნიკის გამოყენებით მოხერხდა ზემოაღნიშნულ მალში მისვლა და დაზიანების მასშტაბის განსაზღვრა. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ წამოსული ზვავის შედეგად ჰაერის დარტყმითი ტალღით გაწყვეტილი იყო В  და С ფაზის  თითო სადენი, ხოლო სხვა სადენები დაზიანებული ისე, რომ არ იყო გაწყვეტილი.  გაწყვეტილი სადენები ჩაფლული იყო თოვლისა და მიწის გაყინულ მასაში და მათი დათვალიერება იმ დროისათვის ვერ მოხერხდა. ზვავსაშიშროების გამო დაზიანებული სადენების აღდგენითი სამუშაოების წარმოება არ იყო უსაფრთხო და მიღებული იქნა გადაწყვეტილება ეგხ „კავკასიონის“ ფუნქციონირების აღდგენის თაობაზე დროებითი სქემით, ეგხ-ს N13-N14 მალში გაწყვეტილი სადენების ჩაჭრით. 2018 წლის 3 იანვრისათვის მოხერხდა ეგხ-ს ფუნქციონირების აღდგენა, რითაც მისი დატვირთვა შეიზღუდა 400 მგვტ სიმძლავრემდე.  შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ეგხ „კავკასიონის“ N13-N14 ანძებს შორის მთლიანად შიიცვალა 6 კილომეტრამდე სიგრძის АС 300/204 მარკის ფოლად-ალუმინის სადენი.  სამუშაოები ეგხ „კავკასიონის“ რუსეთის მონაკვეთზე წარმოებს  სს გეს „საქრუსენერგოს“ ყარაჩაის“ ფილიალსა და ПАО «ФСК-ЕЭС»-ის ფილიალ МЭС «Юга»-ს შორის გაფორმებული საექსპლუატაციო-სარემონტო მომსახურების (РЭО)-ს ხელშეკრულების ფარგლებში.

შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ეგხ „კავკასიონის“ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთზე მიმდინარეობს დაზიანებული იზოლატორებისა და სახაზო არმატურის შეცვლა, დაზიანებული სადენების შეცვლა და შეკეთება; გაჩეხვითი სამუშაოები ანძებს შორის მალებსა და ანძის გარშემო, ეგხ-ს მაღლივი დათვალიერება,  ანძებთან მისასვლელი გზების აღდგენა, ფუნდამენტების შეკეთება, ანძების დაკომპლექტება კუთხოვანებითა და ქანჩ-ჭანჭიკებით და სხვა. ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე გარდა ზემოაღნიშნული სამუშაოებისა შესრულდება №219  კუთხური  ანძის  გამაგრება, რომლის  ფუნდამენტს  რეცხავს  მდინარე კლიჩის  მარჯვენა  შენაკადი  მდინარე  აჭაფარა,  რომელმაც  სტიქიური  მოვლენის შედეგად  იცვალა კალაპოტი.

მიმდინარე წელს გაჩეხვითი სამუშაოები ეგხ-ს ტრასის გასწვრივ და ანძების გარშემო შესრულდა 125 ჰა ფართობზე, საიდანაც რუსეთის ტერიტორიაზე უკვე დასრულდა გაჩეხვითი სამუშაოები გეგმით გათვალისწინებულ 83 ჰა-ზე.

მიმდინარე წელს 500 კვ ეგხ „კავკასიონზე“ გაწეული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა გადამცემი ხაზის საიმედოობა და მდგრადობა, რაც საშუალებას გვაძლევს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გადამცემი ხაზი დვტვირთოთ  შეზღუდვების გარეშე.