სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა  “საქრუსენერგო“ (შემდგომში სს გეს „საქრუსენერგო) დაფუძნდა  1996 წლის 27 მაისს  საქართველოს მთავრობასა და სააქციო საზოგადოება „რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის“ (РАО «ЕЭС Россия»-ს) შორის ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე.

სს გეს „საქრუსენერგოს“ აქციონერები არიან: საქართველოს სახელმწიფო, რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50% და რომლის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის მხრიდან – საჯარო სააქციო საზოგადოება „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური საქსელო კომპანია“ (ПАО «ФСК ЕЭС»), რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50%

სააქციო საზოგადოებიის მართვის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება. საზოგადოებას ყავს სამეთვალყურეო საბჭო. საზოგადოების ყოველდღიურ საქმიანობას ხელმძღვანელობს და მართავს გენერალური დირექტორი.

სს გეს “საქრუსენერგო” ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 500, 330 და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის  სისტემათაშორის, საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500 კვ ეგხ „კავკასიონს”, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500 კვ ეგხ „მუხრანის ველს”  და 330 კვ ეგხ „გარდაბანს” , საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 220 კვ ეგხ „აჭარას” . ასევე, შიდა სასისტემო  500 კვ ელექტროგადამცემ ხაზებს: „იმერეთს”, „ქართლი-1”-ს , „ქართლი-2”-ს ,  „მუხრანს” ,  და „ასურეთს“ .

             კომპანიის საქმიანობის ამოცანა და მიზანია:

  • საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების გამართულ მდგომარეობაში შენერჩუნება და უსაფრთხო ექსპლუატაცია;
  • ელექტროენერგიის შეუფერხებელი გადაცემა, მათ შორის ტრანზიტული გადაცემის უზრუნველყოფა;
  • მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეწყობა;

აღნიშნულის განხორციელებისათვის საკუთრებაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე, კომპანია მუდმივად ახორციელებს აუცილებელ პროფილაქტიკურ, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და აღდგენით სამუშაოებს. ელექტროგადამცემ ხაზებს ექსპლუატაციას უწევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განლაგებული საექსპლუატაციო-სარემონტო უბნები (თბილისის, ხაშურის, ზესტაფონისა და წალენჯიხის სსუ-ები) და ფილიალი რუსეთის ტერიტორიაზე – სს გეს “საქრუსენერგოს” ყარაჩაის ფილიალი, რომელიც დაყოფილია მაიკოპისა და ყარაჩაევსკის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნებად.

უბნები დაკომპლექტებულია კვალიფიკაციური პერსონალით და აღჭურვილია გადამცემი ხაზის მომსახურებისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო-იარაღებითა  და სპეცტექნიკით .

ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებაში ყოფნის შეზღუდულ ვადებში კომპანიის საქმიანობის ფექტურობისა და ოპერატიულობის ამაღლების მიზნით ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განახლდა და შეივსო კომპანიის სპეცტექნიკის პარკი, მათ შორის მძიმე ტექნიკით, რომელთაც გეგმიური სამუშაოების გარდა არაერთხელ მიუღიათ მონაწილება ქვეყანაში სტიქიური მოვლენებით შექმნილი პრობლებების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

გვინდა ავღნიშნოთ, რომ ახლო მომავალში, გენერაციის ობიექტების მშენებლობასთნ ერთად აუცილებელი გახდება გადამცემი ქსელის მნიშვნელოვანი განვითარება, როგორც მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ასევე შიდა სასისტემო, როგორც ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის,  ასევე  არსებულების მოდერნიზაციის გზით.

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვთ, სს გეს „საქრუსენერგომ“ 2016 წელს განახორციელა 500 კვ ეგხ “მუხრანის” მიერთება ქვესადურ “მარნეული-500”-თან. აღნიშნულ გადამცემ ხაზს, რომლის სიგრძეც  56 კილომეტრს შეადგენს, ეწოდა დისპეტჩერული სახელი „ასურეთი“. გადამცემი ხაზი ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადურებს „ქსანი-500“-სა და “მარნეული-500”.

2019-2029 წლების საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით სს გეს „საქრუსენერგოს“ მიერ განსახორციელებელი პროექტებია:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული გრძელვადიანი იჯარის საფუძველზე ქ. თბილისში, გლდანში, მარკ ბრონშტეინის ქ.#1-ში სს გეს „საქრუსენერგოს“ გადაეცა 7500 და 3000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები, რომლებზეც განხორციელდა კომპანიისათვის ოფისისა და ბაზის მშენებლობა და იგი ექსპლუატაციაში შევიდა გასული 2017 წელს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლამდე კომპანია საქმიანობდა იჯარით აღებულ საოფისე ფართში და ასევე იჯარით  აღებულ ტერიტორიაზე სადაც განთავსებული იყო კომპანიის ბაზა – ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის სამსახური, თბილისის საექსპლუატაციო-სარემონტო უბანი, მძიმე ტექნიკა და მასალების საწყობი.

გაწეული საქმიანობის შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების იმედიანობა.   ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან და ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის კომპანია მზად არის პრობლემები აღმოვფხვრას უმოკლეს ვადებში, რისთვისაც პერსონალი დღე-ღამის ნებისმიერ დროს მუდმივ მზადყოფნაშია ენერგოსისტემის უწყვეტობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად.