ინფორმაცია 500 კვ ეგხ „იმერეთის“ შეკეთებაში ჩაყენებასთან დაკავშირებით

სს გეს „საქრუსენერგოს“ ზესტაფონის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნის უფროსის ცნობით, 500 კვ ეგხ „იმერეთის“ N317-N318 მალში ვიზუალურად ჩანდა ნორმაზე მეტად გადაჭიმული სადენები და მეხდამცავი გვარლი. მსგავს პრობლემას ადგილი ჰქონდა 2011 წელსაც. მაშინ სადენებისა და მეხდამცავი გვარლის მოშვება მოხდა N317 ანძაზე დამაგრების კვანძში სახაზო არმატურის ჩამატებით. სადენების მოშვებამდე მასზე მოდებული იქნა 110 კნ ძალა. ამჯერად სადენებისა და გვარლის დაჭიმულობის შემცირება მოხდა გირლანდებში სახაზო არმატურის ჩამატებით N318 ანძაზე. სადენების მოშვებისათვის საჭირო შეიქმნა მასზე 54 კნ ძალის მოდება, რაც თთქმის სამჯერ აღემატება სადენების საპროექტო (19 კნ) დაჭიმულობას.  500კვ ეგხ „იმერეთის“ N317-N318 ანძები მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის ტერიტორიაზე და გრუნტი, რომელზეც განთავსებულია ანძები  სავარაუდოდ მოძრაობს. აღნიშნული პრობლემის შესასწავლად და შემდგომი სამოქმედო გზების დასახვისათვის ახლო მომავალში ვგეგმავთ კომპენტენტური გეოლოგიური კომპანიების მოწვევას.  მიმდინარე წლის 04 და 05 ივნისს საქართვლოს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის თანადგომით ეგხ „იმერეთი“ ჩადგა შეკეთებაში და მოგვეცა საშუალება  აღნიშნული პრობლემა აღმოგვეფხვრა ოპერატიულად.  ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზარათის მიმდებარე ტერიტორიაზე, N264-N265 მალში, სს გეს „საქრუსენერგოს“ პერსონალმა  შეასრულა გაბარიტის გაზრდის სამუშაოები, კერძოდ: N264 კუთხურ ანძაზე დამჭიმ გირლანდაში სახაზო არმატურის ამოღებით გაბარიტი 5,7 მ-დან გაიზარდა 6,7 მ-დე. აღსანიშნავია ზემოაღნიშნული ანძის რთული ადგილმდებარეობა და ისიც, რომ მანძილი განაპირა  „A“ ფაზის სადენებსა და მიწას შორის 27 0C ტემპერატურის დროს იყო 5,7 მ. აღნიშნულ პერიოდში ეგხ „იმერეთის“ სხვადასხვა უბანზე შეიცვალა ასევე გატეხილი იზოლატორები და  მალებში გაიჩეხა წამოზრდილი ხე-მცენარეები. მდინარე ენგურზე მომატებულმა წყლის ხარჯმა მნიშვნელოვნად გაზარდა „ენგურჰესის“ გამომუშავება და 700 მგვტ-მდე გაიზარდა დატვირთვა 500 კვ ეგხ „იმერეთზე“. აღნიშნული გარემოებისა და მომატებული გარემო ტემპერატურის გამო დავიწყეთ ეგხ-ს შემოვლა და სადენების კონტაქტური შეერთებების ადგილების ტემპერატურული მდგომარეობის თბოვიზორული შემოწმება, რომელიც სავარაუდოდ გასტანს 10 ივნისამდე. აღსანიშნავია, რომ ეგხ „იმერეთზე“ თბოვიზორული დათვალიერების შედეგად გასულ წელსაც იქნა აღმოჩენილი ცხელი წერტილები N189, N305, N341 და N363 ანძებზე, რომლებიც ასევე ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი  ეგხ-ს შეკეთებაში ჩაყენებით.