სარემონტო სამუშაოები 500 კვ ეგხ “იმერეთზე“ 02 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით

500 კვ ეგხ „იმერეთი“ საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან  შეთანხმებით შეკეთებაში ჩადგა 2019 წლის  02 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში შესრულდა გატეხილი იზოლატორების, გაცვეთილი სახაზო არმატურის, გატეხილი განმბრჯენების, მარყუჟებში დაზიანებული სადენების შეცვლის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით სადენებსა და მიწას შორის დარღვეული

გაბარიტისა, ანძებთან დროებითი მისასვლელი გზების აღდგენის სამუშაოები და  მაღლივი დათვალიერება. შესრულდა N38-N45, N47-N60 და N62 მეტალის ანძების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები. ასევე, სხვა გაუთვალისწინებელი სამუშაოები, რომლებიც გამოიკვეთა სარემონტო სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესში

500 კვ ეგხ „იმერეთზე“  სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე ზესტაფონისა და წალენჯიხის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნების პერსონალთან ერთად დაკავებული იყო თბილისისა და ხაშურის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნების პერსონალი. სამუშაოთა წარმოებაში მონაწილეობდა ასევე ტრანსპორტის სამსახური. ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები ანძების ტრავერსებზე და მეხდამცავი გვარლის სადგარებზე შეასრულა კონტრაქტორმა კომპანიამ „ანტიკორი-80“-მა. ანძების დგარების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება და მათი დასრულება ნავარაუდევია მიმდინარე წლის მაისის თვეში.

სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას და მონიტორინგს უწევდა დასავლეთ საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე, ხოლო  პერსონალის მხრიდან სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოებაზე კონტროლს ახორციელებდნენ  შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია და უფროსის მოადგილე დემურ ბუაძე.

სამუშაოთა წარმოებაზე მობილიზებული იყო სს გეს „საქრუსენერგოს“ 50-მდე თანამშრომელი და 25 ერთეული სპეცტექნიკა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს 500 კვ ეგხ „იმერეთზე“ შესრულდა დიდი მოცულობის სამუშაოები სადენებსა და მიწას შორის გაბარიტის ნორმის ფარგლებში მიყვანის მიზნით. კერძოდ, ეგხ „იმერეთის №11-№12, №19-№20, N115-N116 და      N263-N264   მალებში მოიჭრა მიწა და იქ სადაც გაბარიტი სადენებიდან მიწამდე შეადგენდა 5,5 – 7 მეტრის ფარგლებში, სამუშაოების შესრულების შედეგად მანძილი სადენებიდან მიწამდე გაიზარდა 10-დან 15  მეტრამდე.