სს გეს „საქრუსენერგოს“ ევროპელ ექსპერტთა ჯგუფი სტუმრომდა

ამა წლის 19 ივლისს ენერგეტიკული  გაერთიანების  მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის მხარდაჭერის რეფორმას, სს გეს „საქრუსენერგოს“  საქმიანი ვიზიტით სტუმრობდნენ სლოვენიის ბაზრის ოპერატორის ეკონომიკური სამმართველოს დირექტორი ვალერია ტიბლარი, ევროპული ენერგეტიკული ვაჭრობის/ბირჟების ასოციაციის გენერალური მდივანი  კრისტიან ბაერი, სლოვენიის ბაზრის ოპერატორის აღმასრულებელი დირექტორი ანჟე პრედოვნიკი, ენერგეტიკული გაერთიანების ექსპერტი ანდრიუს სიმკუსი, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების კოორდინატორები საქართველოში ქეთევან სანდროშვილი და თამარ ჯალიაშვილი. სტუმრები შეხვდნენ სს გეს „საქრუსენერგოს“  გენერალურ დირექტორს ბაჩანა სულაძეს და კომპანიის სხვა თანამშრომლებს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები, მიმოხილულ იქნა ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტის ძირითადი ასპექტები, კერძოდ,  გადამცემი სისტემის ოპერატორების ფუნქციური განცალკევების მოდელები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უკავშირდება  შესაძლო ცვლილებებს ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე, მათ შორის რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ენერგეტიკულ ბაზარზე სს გეს „საქრუსენერგოს“ სამომავლო სტატუსზე.