სს გეს „საქრუსენერგოში“ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, ამა წლის 3 მარტს სს „საქრუსენერგოში“ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით დამუშავდა როგორც მთავარ ოფისი, ასევე დამხმარე ნაგებობები და მიმდებარე ტერიტორია. ასევე, სადეზინფექციო ხსნარებით აღიჭურვა ტერიტორიაზე შესასვლელი ადგილები.