განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

შესყიდვის ობიექტი: 

  1. ლოტი – 500 კვ. ეგხ “კავკასიონი” № 53 საყრდენის სიახლოვეს მისასვლელი გზის გამაგრება გაბიონით
2. ლოტი 500 კვ. ეგხ “კავკასიონი”  № 54 საყრდენის შუა ფაზის დგარის ფუნდამენტების გამაგრება გაბიონით
3. ლოტი 500 კვ. ეგხ “კავკასიონი”  № 59 საყრდენის “ა” ფაზის დგარის ფუნდამენტების გამაგრება გაბიონით

 

 

ქ.თბილისი                                                                                      18 ივნისი  2020 წ.

 

  1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს  მითითებული სამუშაოს შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის დადგენილი წესის  შესაბამისად  განხორციელებაზე. უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადებები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
  2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);

ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ფორმა N3);

გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N4);

დ) ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 50%-ს. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების  ვადას .

ე) პრეტენდენტს უფლება აქვს წინადადება წარმოადგინოს როგორც ერთ ასევე რამდენიმე ლოტზე ერთდროულად, პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს  მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

 

  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 2 ან მეტი ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • იმფორმაცია კომპანიაში დასაქმებული ტექნიკური პერსონალის გამოცდილების შესახებ ანალოგიური სამუშაოს შესრულებაზე.
  • მშენებლობაზე გამოსაყენებელი ტექნიკით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი ინფორმაცია.
  • ინერტული მასალის მოპოვების ლიცენზიის მქონე კარიერით სარგებლობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
  • ცნობა რომ არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;
  • ცნობა რომ ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
  • ცნობა რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
  • შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები რომელებიც შეესაბამება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.
  1. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს კანცელარია.
  2. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  2020 წ. 26 ივნისის  16 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
  3. განაცხადები შეფასდება 2020 წ. 26 ივნისს  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
  4. განაცხადი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და წარდგენილი მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე დალუქულ კონვერტში წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
  5. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
  6. მიწოდება იწარმოებს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის (სამუშაოების წარმოების გრაფიკი) შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
  7. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
  8. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს მისი ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში, განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
  9. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს. 

            პრეტენდენტს უფლება აქვს წინადადება წარმოადგინოს როგორც ერთ ასევე რამდენიმე ლოტზე ერთდროულად.

            სრული ინფორმაცია იხილეთ სს გეს „საქრუსენერგო“-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე www.sakrusenergo.ge 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

ტ. შესყიდვების სამსახური – 5 95 59 70 70

    ტექნიკური სამსახური – 5 99 09 95 10

იხილეთ დანართი:განცხადება განცხადება 1 განცხადება 2 განცხადება 3 განცხადება 4 განცხადება 5 განცხადება 6 განცხადება 7 განცხადება 8 განცხადება 9 განცხადება 10 განცხადება 11 განცხადება 12