სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2019 წლის 14 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ენერგეტიკა და გარემო“.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ნათია თურნავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში ზურაბ გასიტაშვილი, ასევე ენერგოკომპანიების: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „თელასისა“ და „საქრუსენერგოს“ წარმომადგენლები. კონფერენცია წარიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანის ბ-ნი გია არაბიძის  ორგანიზებით.

კონფერეციაში მონაწილეობა მიიღეს ბაკალავრებმა, მაგისტრებმა და დოქტორანტებმა, რომლებმაც წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები, რომლებშიც ნათლად გამოჩნდა მათი ცოდნისა და მომზადების დონე, რაც აუცილებელი წინაპირობაა მომავალში მათი პროფესიონალური  დახელოვნებისათვის.

საკონკურსო კომისიამ, რომელშიც მონაწილეობდნენ „საქრუსენერგოს“ წარმომადგენლებიც, გამოავლინეს  გამარჯვებულები და დააჯილდოვეს ფასიანი ვაუჩერებით.

„საქრუსენერგოს“ მხრიდან კონკურსში გამარჯვებულ სამ მონაწილეს ფასიანი ვაუჩერი გადასცა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა დავით ფაჩულიამ.

სს გეს „საქრუსენერგო“ მიესალმება მსგავს ღონისძიებებს და მზად არის წარჩინებული და დაინტერესებული სტუდენტები გაატაროს პრაქტიკებზე საკუთრ კომპანიაში.