ყინულმოცვის წარმოქმნის კონტროლის და მისი დნობის მოწყობილობების

შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის მზადებასთან დაკავშირებით დაიწყო ყინულმოცვის წარმოქმნის კონტროლის და მისი დნობის მოწყობილობების დამონტაჟება
ყინულმოცვისა და მისგან გამოწვეული დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით სს “საქრუსენერგო”-ს ბალანსზე არსებული 500 კვ. ეგხ “კავკასიონი”-ზე დაიწყო ყინულმოცვის წარმოქმნის კონტროლის და მისი დნობის მოწყობილობების მონტაჟი. რაც შეამცირებს ხაზის კლიმატური პირობების მიზეზით ავარიულად გამორთვის საშიშროებას. მათი გამოცდა დაიწყება მიმდინარე წელს ზამთრის პერიოდში.