2012 წლის ივნისის თვეში სს “საქრუსენერგოს” ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა
ეგხ “კავკასიონი”
საქართველოს მონაკვეთზე ჩატარდა ეგხ-ს ავარიულად გამორთვის შემდგომი რიგგარეშე შემოვლა №55-67, №79-85 და №90-100 ანძებს შორის მონაკვეთებში, დაზიანების ადგილი ვერ იქნა აღმოჩენილი (გამორთვის სავარაუდო მიზეზი იყო ატმოსფერული დაცლა). რიგგარეშე შემოვლის დროს აღნიშნულ მალებში აღმოჩენილ დეფექტებზე შედგა დამატებითი დეფექტების ნუსხა. გაიჩეხა №88-90 მალი.
რუსეთის მონაკვეთზე ჩატარდა გაჩეხვითი სამუშაოები, კერძოდ გაიჩეხა ეგხ-ს №34-35, №646-647, №647-649, №658-658ა, №740-743 მალები. დასაწყობდა ეგხ-ს №24-№26 მალებში მოჭრილი ხეები. მეწყერსაშიშ ზონებში დათვალიერდა №217, №234, №388, №397, №496ა, №711, №712, №713 ანძები. ჩატარდა ავარიული გამორთვის შემდგომი რიგგარეშე შემოვლები №167-№207, №217-№300, №396-№424 ანძებს შორის მონაკვეთზე.
ეგხ “იმერეთი”
დეფექტაციის მიზნით ჩატარდა ეგხ-ს №20-220 ანძებს შორის მონაკვეთის გეგმიური შემოვლა. №108 ПБ-4 ტიპის ანძაზე შეიცვალა დაზიანებული ანძის დამჭერი გვარლი. 21, 22 და 24 ივნისს ღამის საათებში ეგხ-ს შეკეთებაში ჩაყენების პერიოდში შესრულდა გატეხილი იზოლატორების შეცვლის სამუშაოები №78, 98, 108, 114, 128, 129, 172, 198, 213 ანძებზე, ჯამში შეიცვალა 140 ცალი იზოლატორი.
დეფექტაციის მიზნით ჩატარდა ეგხ-ს №220-262 ანძებს შორის მონაკვეთის შემოვლა-დათვალიერება.
№259-260 მალში, ანძების ფუნდამენტებთან სიახლოვეს, ხაზის დაცვის ზონაში, აღმოჩენილი იქნა გარეშე პირების მიერ მოჭრილი გრუნტი, ქვის მოპოვების მიზნით, რაც საფრთხეს უქმნის აღნიშნული ანძების მდგრადობას.
ეგხ “ქართლი-2”
გაიჩეხა ეგხ-ს №172-174, 208-209, 212-214, 219-221, 225-226, 227-228 მალები. 2 ივნისს ღამით გამორთვის პერიოდში შეიცვალა ფაიფურის იზოლატორები №149 ანძის B ფაზის ორივე მხარეს (105 ცალი) და გატეხილი იზოლატორები №375, 380 და 382 შუალედურ ანძებზე.
ასევე №149 ანძის B ფაზის გირლიანდაში შეიცვალა მარეგულირებელი შუალედური რგოლი და კავი. №173, 174, 191 და 194 ანძები დაკომპლექტდა ნაკლული კუთხოვანებით და ქანჩ-ჭანჭიკებით, აღნიშნულ ანძებზე დადუღდა ქანჩ-ჭანჭიკი შემდგომი ძარცვის თავიდან აცილების მიზნით.
ეგხ “ქართლი-1”
გაიჩეხა ეგხ-ს №205-208 და №223-224 მალები, №205-208 მალში მოჭრილი ხეები დამუშავდა, გამოიზიდა და დასაწყობდა მცხეთის სატყეო დეპარტამენტის საწყობში.
ჩატარდა ეგხ-ს №194-247 ანძებს შორის მონაკვეთის შემოვლა-დათვალიერება, აღნიშნულ მონაკვეთში განახლდა ანძების ნუმერაცია და გადაღებული იქნა ყველა ანძის ფოტო.
15 და 16 ივნისს, ეგხ-ს 2 დღიანი შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები: ატმოსფერული დაბინძურების ზონაში №14, 16, 17, 19, 20 ანძებზე, შეიცვალა ძლიერად დაჭუჭყიაბული იზოლატორები; შეკეთდა №188 ანძის A და B ფაზების მარყუჟების დაზიანებული სადენები; №2 კუთხურ ანძაზე ჯამში შეიცვალა 17 ცალი გატეხილი იზოლატორი; №74 ანძასთან ერთ სადენზე დაედო სარემონტო მომჭერი და სადენებზე დამონტაჟდა დამცავი ქუროები; №87 ანძაზე გასწორდა და დამონტაჟდა ჩამოვარდნილი და დეფორმირებული გამთანაბრებელი ეკრანები; №86 ანძის A და ჩ ფაზებზე გარემონტდა სადენების დაზიანებული ძარღვები და გასწორდა A ფაზის გამთანაბრებელი ეკრანი; №40-41 მალის ჩ ფაზაზე დაზიანებულ სადენს დაედო სარემონტო მომჭერი და შეიცვალა განბრჯენები; №179-217 ანძებს შორის მონაკვეთში ჩატარდა მაღლივი დათვალიერება.
ეგხ “მუხრანი”
№168 ანძაზე გაიხსნა მარყუჟები და ორივე მხრიდან დადგა იზოლაციაზე.
დათვალიერდა №42-59 მონაკვეთი.
ეგხ “გარდაბანი”
დათვალიერდა ეგხ-ს №27-32 მონაკვეთი.
ეგხ “აჭარა”
აღდგენილი იქნა ეგხ-ს ყველა ანძის წარწერა და ნუმერაცია; გაიჩეხა ეგხ-ს №43-44 მალი და №28, №40, №42 ანძების გარშემო ტერიტორიები.