2018 წელს  მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის მიმდებარე  ტერიტორიაზე   500 კვ ეგხ „კავკასიონი“-ს შემოვლისას დაფიქსირდა У2+5 ტიპის №59 ანძის „B“ ფაზის დგარის  განთავსების ტერიტორიის ეროზიული მოვლენები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა აღნიშნული დგარის მდგრადობას. საყრდენის განთავ­სების ტერიტორიაზე, განვითარებული არასასურველი გეოდინამიკური პროცესების შესწავლის  და მისგან დამცავი ღონისძიებების შემუშავებისა და დაპროექტების მიზნით ჩა­ტარ­და საინ­ჟინრო-გეოლო­გიური კვლე­ვები.

გეოლოგიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N59 ანძის განთავსების ტერიტორიაზე შეიმჩ­ნევა ზედაპირული წყლების სადინარების კვალი, რომლების წარმოშობაც ატმოსფერული ნალექებისა და თოვლის დნობის პროცესებთან არის დაკავშირებული. მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება   პროცესები, რაც აღნიშნულ უბანს საინჟინრო-გეო­ლო­­გიური თვალსაზ­რისით არამდგრადს ხდის, რის გამოც აუცილებელი გახდა დამცავი ღონისძიებების გატარება.

ზედაპირული წყლების ნაპრალებში მოხვედრის დიდი ალბათობის გათვალისწინებით, გარდუვალი იქნებოდა პროცესების გააქტიურება, რაც გამო­ი­წვევდა გრუნტის გადაად­გი­ლების ინტენსივობის გაზრდას №59 ანძიდან მის ქვედა ტერასისკენ – №60 ანძისაკენ. პროცესებში პრაქტიკულად ჩათრეული აღმოჩნდებოდა ასევე ფერ­დო­ბის მთელი დატერასებული ნაწილი, რომელზეც განლაგებულია ასევე ეგხ „კავკსიონის“ N58 ანძაც. გეოლოგიური კვლევების შედეგად უბანზე გრუნტის წყლები არ დაფიქსირებულა.

შესაბამისად შედგა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გაბიონების მოწყობას  ეგხ „კავკასიონის“ N59 ანძის „B“ ფაზის დგარის ფუნდამენტის გასამაგრებლად. სულ მოეწყობა 270 მ3 დამცავი გაბიონი. აღდგენითი სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის 25 ივნისს და დასრულება ნავარაუდევია 06 აგვისტოსათვის.

სამუშაოთა შესრულებაზე დაკავებულია შესაბამის კვალიფიკაციის მქონე 15 კაცისაგან შემდგარი დაქირავებული ბრიგადა, ასევე სს გეს „საქრუსენერგოს“ წალენჯიხის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნისა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი.

შესრულებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდება როგორც საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების პარალელური რეჟიმში მუშაობის იმედიანობა, ასევე „ენგურჰესის“ აგრეგატების მუშაობის მდგრადობა და უსაფრთხოება.