500 კვ ეგხ “მუხრანი” წარმოადგენდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ქვესადგურებს “ქსანი-500”-სა და “აზსრესს” (აზერბაიჯანი). საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე ქვსადგურიდან „ქსანი-500” საქართვლო-აზერბაიჯანის საზღვრამდე შეადგენდა 85 კმ-ს და მოიცავდა 280 ანძას. იგი ექსპლუატაციაში შევიდა 1987 წელს. ეგხ-ს საპროექტო დატვირთვა შეადგენდა 700  მგვტ-ს.

დღეისათვის 500 კვ ეგხ “მუხრანის” N1-N36 ანძებს შორის მონაკვეთი, წითელ ხიდამდე, რეაბილიტირებულია და ჩართულია საქართველოსა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი, ახალი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის “მუხრანის ველის” სქემაში  ქ/ს “გარდაბანი-500”-დან ქ/ს “სამუხამდე” (აზერბაიჯანი).

მარნეულში, 500/400 კვ ძაბვისა და 800 მგვა სიმძლავრის ახალი ქვესადგურის აშენების შემდეგ 2016 წელს 500 კვ ეგხ „მუხრანის“ N280-N110 ანძებს შორის მონაკვეთი (56,7 კმ) მიუერთდა ქვესადგურ „მარნეული-500“.  ელექტროგადამცემ ხაზს, რომელმაც ეთმანეთთან დააკავშირა ქვესადგურები „ქსანი-500“ და „მარნეული-500“ ეწოდა დისპეტჩერული სახელი  500 კვ ეგხ  „ასურეთი“.

2019 წელს კი განხორციელდა 500 კვ ეგხ “მუხრანის” N109-N42 ანძებს შორის მონაკვეთის (18 კმ) მიერთება ქ/ს „მარნეული-500“-თან. აღნიშნული მონაკვეთი ჩართული იქნება საქართველოსა და სომხეთის დამაკავშირებელი ახალი 500 კვ ეგხ “მარნეული-აირუმის” სქემაში.