სამუშაოები 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე და N54 ანძის გამაგრება გაბიონებით

500 კვ ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე მიმდინარე წელს შესრულდა ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ: ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის გასწვრივ 172÷№229 მალები გაიწმინდა ხე-მცენარეებისა და ეკალბარდებისგან; №153-232 ანძებს შორის მონაკვეთში შეიცვალა გატეხილი იზოლატორები; შესრულდა თოვლის ზვავის დარტყმითი ტალღისაგან დაზიანებული სადენების რემონტი №214 – №216, №221- №224 და №227 – №229 ანძებს შორის მალებში; №175, 176 და №219 კუთხურ-საანკერო საყრდენებამდე გაიწმინდა  მისასვლელი გზები და საყრდენების ფუნდამენტებთან ჩამდინარე წყლების მოსაცილებლად მოეწყო სარინი არხები. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მიზეზების გამო ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე ვერ მოხერხდა იზოლატორების შეცვლა დაგეგმილი რაოდენობით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა გადამცემი ხაზის მდგრადობა და საიმედოობა. ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე სამუშაოებს ასრულებდა კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუმეტალ ჯორჯია“. ზედამხედველობას სამუშაოთა წარმოებაზე ახორციელებდა სს გეს „საქრუსენერგოს“ პროექტირებისა და მშენებლობის ჯგუფის უფროსი იური ნადირაძე და წალენჯიხის სსუ-ს ოსტარები სერგო მიქავა და თენგიზ მიქავა.

2018 წელს  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა, რომ 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ №54 ანძის განაპირა „ც“ ფაზის დგარის ფუნდამენტი, ატმოსფერული ნალექებისა და თოვლის დნობის შედეგად წარმოქმნილი ზედაპირული წყლების ზემოქმედებით გაშიშვლდა და საფრთხე შეექმნა გადამცემი ხაზის მდგრადობას. საჭირო გახდა აუცილებელი დამცავი ღონისძიებების გატარება.

საყრდენის განთავ­სების ტერიტორიაზე განვითარებული გეოდინამიკური პროცესების შესწავლისა და  ეფექტური დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით ჩატარდა აღნიშნული და მიმდებარე ტერიტორიის  საინ­ჟინრო-გეოლო­გიური კვლე­ვა.

გეოლოგიური კვლევისა და დასკვნის საფუძველზე სს გეს „საქრუსენერგოს“ პროექტირებისა და მშენებლობის ჯგუფის მიერ შემუშვებული იქნა ეგხ „კავკასიონის“ №54 ანძის „ც“ ფაზის დგარის გაბიონებით გამაგრების პროექტი.

სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებდა 17 მ3 დამცავი გაბიონის მოწყობას დაიწყო მიმდინარე წლის 09 გვისტოს და დასრულდა 25 სექტემბერს.  სამუშაოები განხორციელდა  სს გეს „საქრუსენერგოს“ პერსონალისა და მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით.

500 კვ ეგხ „კავკასიონზე“ შესრულებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობა და რუსეთის ენერგოსისტემასთან პარალელურ რეჟიმში მუშაობის იმედიანობა.