სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად 10.10.2019

განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

 

(შესყიდვის ობიექტი: სს გეს „საქრუსენერგოს“ ელექტროგადამცემ  ხაზებზე  გვირგვინის გამომვლენი ხელსაწყო)

 

ქ.თბილისი                                                                                                                                          10 ოქტომბერი 2019წ.

 

  1. სს გეს „საქრუსენერგო“, შემდგომში “შემსყიდველი”, ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. „შემსყიდველი“ პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 10 დღისა გააფორმოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
  2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „შემსყიდველი“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის(კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა №2);

ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა №3);

გ) მიმწოდებელმა სატენდერო განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს მწარმოებელი საწარმოს საგარანტიო წერილი, რომლის შესაბამისად, მწარმოებელი პროდუქციის ქარხანა-მწარმოებელი იღებს ვალდებულებას მიაწოდოს პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, სს გეს „საქრუსენერგოსათვის“ განკუთვნილი, შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული საქონელი(საქონლის რაოდენობისა და მოწოდების ვადის მითითებით), და საჭიროების შემთხვევაში, „შემსყიდველის“ პერსონალის გადამზადების და სწავლების(ტრენინგი) კურსების ჩატარების უზრუნველყოფით.

 

დ) გადახდა განხორციელდება საქონლის მიწოდების და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 კალენდარული დღის ვადაში, დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორებაც.

ე) პრეტენდენტმა 10 საბანკო დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია წინასწარ გადასახდელი თანხის(ავანსის) მოთხოვნის შესახებ. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია(სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90(ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწლდების  ვადას .

ვ) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 10 საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 3,5%-ს (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 90(ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.

ზ) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემორე მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს  მოთხოვნილი ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

ცნობა, რომ არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;

  • ცნობა, რომ ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
  • შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები, რომელებიც შეესაბამება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.
  1. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის  №1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს კანცელარია.

  1. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  2019  წლის 17 ოქტომბერი, 16:00 საათი.

აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

  1. განაცხადები შეფასდება 2019 წ. 17 ოქტომბერს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის №1, სს გეს „საქრუსენერგო“.
  2. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
  3. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათლით (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
  4. მიწოდება იწარმოებს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
  5. განაცხადი ძალაშია 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მისი წარდგენის დღიდან.
  6. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ შეესაბამება მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს და შესყიდვისთვის განსაზღვრულ თანხობრივ პარამეტრს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.

11 გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

 

                    საქონლის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტ. 595 00 33 33   –   5 95 95 70 70

იხილეთ დანართი: განცხადება