ამა წლის 13 იანვარს სს გეს „საქრუსენერგოს” გენერალური დირექტორი და თანამშრომლები ქვემოქმედთა სახლ „მომავლის გზის”  ოჯახური ტიპის ერთერთ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.

 მათ ბავშვებს ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს,  გადასცეს საჩუქრები. პატარებმა იმპროვიზირებული კონცერტი გამართეს. სახლის აღსაზრდელებმა გამოამჟღავნეს ქართული პოეზიისა და  სიმღერის საოცარი ცოდნა, იყვნენ საოცრად ყურადღებიანები და კომუნიკაბელურები. შეხვედრამ საოცრად თბილ ატმოსფეროში ჩაიარა, ჩვენ პირობა მივეცით ბავშვებს, რომ ეს არ იქნებოდა ერთჯერადი აქცია და ჩვენ სისტემატურად ვესტუმრებოდით მათ. მოხარულნი ვიქნებით თუ ჩვენი მცირედი ნაბიჯი მისაბაძი გახდება სხვა ორგანიზაციებისა თუ კერძო პირებისათვის. ბავშვებს ხომ ჩვენი ყოველდღიური თანადგომა სჭირდებათ.