სს გეს “საქრუსენერგოს” ძირითადი საქმიანობის საგანი ელექტროენერგიის შეუფერხებელი გადაცემაა, მათ შორის ტრანზიტული და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ენერგოსისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა, რისთვისაც საკუთრებაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე მუდმივად ხორციელდება აუცილებელი პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოები. ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებაში ჩაყენების შესაძლებლობის შესაბამისად წარმოებს დაზიანებული იზოლატორებისა და გაცვეთილი სახაზო არმატურის შეცვლა, სადენებისა და გვარლების შეკეთება და სხვა აუცილებელი სარემონტო სამუშაოები.
ანძების კონსტრუქციის მდგრადობის შენარჩუნებისათვის აუცილებელ აღდგენით და გამაგრებით სამუშაოებთან ერთად ვახდენთ ლითონის ანძების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოებს.
ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები კომპანიის საკუთრებაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე მიმდინარეობს პრიორიტეტების მიხედვით, პირველ ეტაპზე 500 კვ ეგხ-ებზე: „ქართლი-1“-ზე, ქართლი-2“-ზე, „იმერეთზე“ და 220 კვ ეგხ „აჭარაზე“.
მიმდინარე წელს ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები განხორციელდება“:
- 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე – 24 ანძაზე შეიღებება 465 ტ. მეტალოკონსტრუქცია;
- 500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ზე – 31 ანძაზე შეიღებება 805 ტ. მეტალოკონსტრუქცია;
- 500 კვ ეგხ „იმერეთზე“ – 23 ანძაზე შეიღებება 404 ტ. მეტალოკონსტრუქცია;
- 220 კვ ეგხ აჭარაზე“ – 15 ანძაზე შეიღებება 146 ტ. მეტალოკონსტრუქცია.
დღეის მდგომარეობით 500 კვ ეგხ-ების „ქართლი-1“-სა და „იმერეთის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შეიღება ტრავერსები და მეხდამცავი გვარლის დგარები. ანძის დგარების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები ამჟამად გრძელდება და იგი დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში.
სულ 2019 წლის ბოლოსათვის სს გეს „საქრუსენერგოს“ ელექტროგადამცემ ხაზებზე ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები განხორციელებული იქნება: ეგხ „ქართლი-1“-ის – 91 ანძაზე, ეგხ „ქართლი-2“-ის 149 ანძაზე, ეგხ „იმერეთის“ 30 ანძაზე, ეგხ „მუხრანის ველის“ 34 ანძაზე და ეგხ „აჭარას 15 ანძაზე. სულ ჯამში შეღებილი იქნება 4100 ტ. მეტალოკონსტრუქცია.
ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები სს გეს „საქრუსენერგოს“ ელექტროგადამცემ ხაზებზე ხორციელდება კონტრაქტორი კომპანიების შპს “ანტიკორი-80“-ისა და შპს “ჯი-თი სერვისის“ ძალებით .