განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
შესყიდვის ობიექტი: 500კვ ეგხ „ქართლი-2“-ის №179-№180, №193-№194 საანკერო მალებში დაზიანებული სადენების შეცვლის სამუშაოებზე

ქ.თბილისი 28 თებერვალი 2023 წ.

1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული სამუშაოს შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადებები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან შესყიდვის ხელშეკრულება.
კონკურსის ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულია სამუშაოების შესრულება, რომელიც მოითხოვს, 500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ის გამორთვას დაგეგმილი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში. აღნიშნული გამორთვა შეთანხმებულია საქართველოს ეროვნულ სადისპეჩეროსთან. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია გმორთვის პერიოდის გარკვეული ვადით შემცირება ან/და სრულად გაუქმება.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და თანდართული ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება მონაწილეობაზე, ფორმა N2 (თან ერთვის);
ბ) ტექნიკური დავლება, სამუშაოების შესრულების ვადები, ფორმა N3 (თან ერთვის);
გ) შესასრულებელი სამუშაოების ფასების ცხრილი, ფორმა N4 (თან ერთვის);
დასაშვებია წინასწარი გადახდა. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების ვადას.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ღირებულების 3,5% (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების ვადას.
პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს, უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

• ცნობა რომ არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;
• ცნობა რომ ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
• ცნობა რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
• შესაბამისი (მსგავსი) სამუშაოების წარმოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის რანგში) ხელშეკრულებები და მიღება ჩაბარების-აქტები;
• ინფორმაცია სამუშაოებზე დასაქმებული პერსონალის;
• კვალიფიკაციის შესახებ მათ შორის ელექტროუსაფრთხოების შესაბამისი საკვალიფიკაციო ჯგუფის თაობაზე;
• ინფორმაცია სამუშაოთა შესრულებისათვის აუცილებელი (მითითებულია ტექნიკურ დავალებაში) მანქანა-მექანიზმებისა განკარგვის უფლების შესახებ;
• ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს დღეებზე გაწერილი სამუშაოების წარმოების გრაფიკი – მომუშავეთა ბრიგადების რაოდენობის, პერსონალის (საკვალიფიკაციო ჯგუფის მითითებით), საჭირო მანქანა-მექანიზმებისა და ხელსაწყო-იარაღების მითითებით;
• პრეტენდენტმა, წინადადება სამუშაოთა შესრულების თაობაზე უნდა წარმოადგინოს ადგილზე გასვლისა და დათვალიერების შედეგად, სამუშაოთა მოცულობების და მასშტაბების გათვალისწინებით;
• შეფასებას დაექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები, რომელიც პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს, შეესაბამება ტექნიკურ დავალებას და შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.
3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წ. 10 მარტის 16:00 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. განაცხადები შეფასდება 2023 წ. 10 მარტს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“ შესყიდვების სამსახური.
6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-5 პუნქტში მითითებულ მისამართზე, დალუქულ კონვერტში წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
7. ფასები შემოთავაზებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
8. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
9. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს განცხადების მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში, მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
10. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს და რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი.

სრული ინფორმაცია იხილეთ სს გეს „საქრუსენერგო“-ს ოფიციალურ ვებგვერდზე www.sakrusenergo.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მობ. შესყიდვების სამხური 595 00 33 33
ტექნიკური სამსახური – 5 99 09 95 10

იხილეთ დანართი:განცხადება განცხადება 2 განცხადება 3 განცხადება 4