განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

(შესყიდვის ობიექტი: თერმული კამერა (თბოვიზორი) FLIR T865)

ქ.თბილისი 21 სექტემბერი 2023წ.

1. სს გეს „საქრუსენერგო“, შემდგომში “შემსყიდველი”, ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. „შემსყიდველი“ პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 10 (ათი) დღისა გააფორმოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „შემსყიდველი“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა №2);

ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა №3); (ფორმა N4);

გ) გადახდა განხორციელდება საქონლის მიწოდების და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. დასაშვებია წინასწარი გადახდა, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.

დ) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 3,5%-ის (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.

ე) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

• შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;

• შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტის ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;

• შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტი კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს ლიკვიდაციის (გაკოტრების) ან რეორგანიზაციის საქმის წარმოება;

• შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები, რომელებიც შეესაბამება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.

პრეტენდენტმა საკონკურსო განაცხადში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის ზუსტი ტექნიკური პარამეტრები, ტერმინების „არა ნაკლებ“, „არა უმეტეს“ გარეშე.

3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქუჩა №1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.

4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 4 ოქტომბერი, 16:00 საათი.

აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

5. განაცხადები შეფასდება 2023 წ. 4 ოქტომბერს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის №1, სს გეს „საქრუსენერგო“.

6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე დალუქულ კონვერტში, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.

7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათლით (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);

8. მიწოდება იწარმოებს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.

9. განაცხადი ძალაშია 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, მისი წარდგენის დღიდან.

10. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ შეესაბამება მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირობებს და შესყიდვისთვის განსაზღვრულ თანხობრივ პარამეტრს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.

11 გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

საქონლის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტ. 595 00 33 33, 597 58 78 58.

იხილეთ დანართი:განცხადება