განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

შესყიდვის ობიექტი: კომპიუტერული ტექნიკა და მისი მაკომპლექტებლები

ქ.თბილისი

21 თებერვალი 2024 წ.

  1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დადოს მასთან  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
  2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა)  განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);

ბ)  ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N3); (ფორმა N4);

გ) გადახდა განხორციელდება საქონლის მიწოდების და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. დასაშვების წინასწარი გადახდა, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.

) პრეტენდენტს უფლება აქვს წინადადება წარმოადგინოს როგორც ერთ ასევე რამდენიმე ლოტზე ერთდროულად, პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

  • შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტის ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
  • შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტი კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების (ლიკვიდაცია) ან რეორგანიზაციის საქმის წარმოება;
  • შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე;
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპიუტერული ტექნიკის მიწოდების გამოცდილება არანაკლებ ხუთი კომპანიისთვის, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია;
  • პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს MAF (მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა) კომპიუტერულ ტექნიკაზე;
  • შემოთავაზებული პროდუქცია და მისი მაკომპლექტებლები უნდა იყოს ახალი, ქარხნული შეფუთვით. დამზადებული 2023-2024 წწ. (მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია  წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.)
  • შეფასებას დაექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები, რომელიც პასუხობს მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირობებს, შეესაბამება  ტექნიკურ დავალებას  და  შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.
  • პრეტენდენტმა სატენდერო განაცხადში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის ზუსტი ტექნიკური პარამეტრები, ტერმინების „არა ნაკლებ“, „არა უმეტეს“ გარეშე.
  1. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.

  1. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 29 თებერვალი 16:00 საათი.

აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. 

  1. განაცხადები შეფასდება 2024 წლის 29 თებერვალს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
  2. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე დალუქულ კონვერტში, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
  3. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
  4. მიწოდება იწარმოებს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
  1. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
  2. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
  3. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

საქონლის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტ.  595 00 33 33,  597 58 78 58.

იხილეთ დანართი:განცხადება