განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

(შესყიდვის ობიექტი: ავტოტრანსფორმატორი 330/√3/230/√3/10,5 კვ, 133 მვა (თანმდევი მომსახურებით (შეფმონტაჟით)) – 4 კომპლექტი

ქ.თბილისი 15 აგვისტო 2022 წ.

1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 სამუსაო დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობაზე (ფორმა №2);

ბ) ინფორმაცია საქონლის ფასებისა და მიწოდების ვადების შესახებ (ფორმა №3);

გ) ინფორმაცია საქონლის ტექნიკური პარამეტრების, სტანდარტების, სერთიფიკაციისა და საგარანტიო პირობების შესახებ (ფორმა №4);

დ) გადახდა განხორციელდება საქონლის ფაქტიურად მიწოდების და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 კალენდარული დღის ვადაში, დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორებაც.

ე) ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს მისაწოდებელი საქონლის და თანმდევი მომსახურების ღირებულების 40%-ს. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების ვადას.

ვ) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 20 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 3,5%-ს (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების ვადას (აღნინულ ვადაში მოთხოვნილი საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება).

ზ) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

• ცნობა რომ არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;

• ცნობა რომ ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;

• ცნობა რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;

ზ) მიწოდებულ საქონელს თან უნდა ერთვოდეს ტექნიკური დავალებით მითითებული დოკუმენტაცია.

3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.

4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 1 სექტემბრის 17 საათი. აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

5. განაცხადები შეფასდება 2022 წლის 1 სექტემბრის 17 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.

6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.

7. ფასების შემოთავაზება დასაშვებია როგორც ეროვნულ ასევე უცხოურ ვალუტაში (უცხოურ ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება გადაყვანილ იქნება ეროვნულ ვალუტაში წინადადებების გახსნის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით) და უნდა მოიცავდეს მიმწოდებლის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს გარდა დღგ-სა;

8. მიწოდება უნდა განხორციელდეს მიწოდების ვადის და შემოთავაზებული ფასის შესაბამისად.

9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.

10. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ შეესაბამება მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირობებს და შესყიდვისთვის განსაზღვრულ თანხობრივ პარამეტრს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.

11. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

საქონლის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, გარდა დღგ-სა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტ. 595 95 70 70

595 00 33 33

იხილეთ დანართი: განცხადება