ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით 2017 წლის 25 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით  500 კვ ეგხ „ქართლი-2″ ჩაყენებული იქნა შეკეთებაში, რა დროსაც შსრულდა გეგმით გათვალისწინებული ყველა სამუშაო. სამუშაოთა წარმოებაზე დასაქმებული იყო თბილისის, ხაშურისა და ზესტაფონის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნები, ასევე ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის სამსახური. შეკეთების პერიოდში ჩატარდა  გატეხილი იზოლატორებისა და გაცვეთილი სახაზო ელემენტების შეცვლა, განმბრჯენების შეცვლა სადენებსა და  მარყუჟებში,  მეხდამცავი გვარლის მონტაჟი, ეგხ-ს მაღლივი დათვალიერება, ეგხ-ს N229-N236 ანძებს შორის მონაკვეთში ადრე ანძების წაქცევის გამო დაზიანებული სადენი შეიცვალა ახლით. კონტრაქტორი კომპანიების ძალებით შესრულდა ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები ეგხ-ს N2-N11, N184-190, N205-214  და  N319-368 ანძებს შორის მონაკვეთებში.

ბოლო დროს კომპანიის მიერ 500 კვ ეგხ „ქართლი-2″-ზე განხორციელებული  სამუშაოების შედეგად შეიცვალა 30000-მდე ფაიფურის იზოლატორი – შუშის იზოლატორით, გაიჩეხა ხაზის ქვეშ 70 კილომეტრამდე მონაკვეთი, აღდგა გაბარიტი 10 მალში, შესრულდა  სხვა  სარემონტო სამუშაოები, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იყო გადამცემი ხაზისა და საქართველოს ენერგოსისტემის უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირებისათვის.
გვინდა ავღნიშნოთ, რომ 2013 წლიდან დღემდე 500 კვ ეგხ „ქართლი-2″-ზე არ დაფიქსირებულა არცერთი ავარიული გამორთვა.