330 კვ ეგხ „გარდაბანი“ წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 330 კვ ძაბვის  ელექტროგადამცემ  ხაზს. იგი ექსპლუატაციაში შევიდა 1958 წელს და ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადგურებს „გარდაბანი-500“-სა და „აღსტაფას“ (აზერბაიჯანი). ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე 64 კილომეტრია, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე 21,1 კმ. ეგხ-ს ზღვრული დატვირთვაა 250 მგვტ. საქართველოს ტერიტორიაზე გადამცემი ხაზი მოიცავს 60 ანძას და მათზე დამონტაჟებულია АСО 480 მარკის ფოლად-ალუმინის სადენი.

დღეისათვის ეგხ-ს ტექნიკური მდგომარეობა რთულია, ანძები კოროზირებულია და საჭიროებს სრულ შეცვლას. ასევე სადენსაც, ექსპლუატაციის ვადებიდან გამომდინარე ამოწურული აქვს მუშაობის რესურსი, შესაბამისად ეგხ-ს განახლებისათვის საჭიროა  ყველა ანძისა და სადენის სრულად შეცვლა.