მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს კვ ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე ეგხ-ს N184-N185 მალში დაფიქსირდა სადენის დაზიანება. კერძოდ აღნიშნულ მალში გაწყვეტილი იყო შუა ფაზის  ერთი სადენი, რომელიც ჩამოშვებული და ჩაფლული იყო თოვლში.

დიდთოვლობისა და უამინდობის გამო წასვლა აღნიშნული დაზიანების აღსადგენად მოხერხდა 2024 წლის 22 თებერვალს. ადგილზე მივლინებული იქნენ სს გეს „საქრუსენერგოს“ პროექტირებისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი იური ნადირაძე და წალენჯიხის სსუ-ს ოსტატი თენგიზ მიქავა, რომელთაც შეუერთდენ გალისა და კოდორის ხეობაში მცხოვრები „საქრუსენერგოსა“ და „ჩერნომორენერგოს“ სპეციალისტები.

სამუშაოები მიმდინარეობდა ექსტრემალურ პირობებში, მაღალი თოვლისა და ყინვების გარემოში. მიუხედავად ასეთი ხასიათის სამუშაოების წარმოების არასახარბიელო პირობებისა, სამუშაოები შესრულდა მოკლე დროში და  მაღალი ხარისხით.