მიმდინარე წლის 23 მაისს თბილისში სტარტი აიღო ტურნირმა მინი ფეხბურთში „ეკონომიკის სამინისტროს თასი 2018“. ტურნირში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კომპანიის 10 გუნდი.
18 ივნისს გაიმართა ტურნირის ფინალი, სადაც ერთმანეთს სს გეს „საქრუსენერგო“ და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო გუნდებმა ფრედ 3:3 დაასრულეს. ტურნირის გამარჯვებულის გამოვლენა შესაძლებელი გახდა პენალტების სერიის დანიშვნით, სადაც სს გეს „საქრუსენერგომ“ გამარჯვების მოპოვება შეძლო და შეხვედრა 3:1 დასრულდა.
„საქრუსენერგოს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თასი 2018 გადაეცა.