გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის N28/2 გადაწყვეტილებით გაუქმდა სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგოზე“ (შემდეგში – საქრუსენერგო) გაცემული ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის (ამოქმედდება) მიმდინარე წლის 1 ივლისიდან.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქრუსენერგო, როგორც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი წყვეტს ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების გაწევას მიმდინარე წლის 1 ივლისიდან. რაც შეეხება მიმდინარე წლის 1 ივლისამდე საქრუსენერგოს მიერ გაწეული ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ანაზღაურებას, აღნიშნულის აღრიცხვა/დაანგარიშება და ანგარიშსწორება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 13 მაისის N20/1 გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია გაიცა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახელზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ამოქმედდება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან.