2020 წლის 05 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით 500 კვ ეგხ “კავკასიონი” შეკეთებაშია და მიმდინარეობს კომპანიის ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები ეგხ „კავკასიონის“ როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთებზე.
შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ელექტროგადამცემ ხაზზე შეიცვლება დაზიანებული იზოლატორები და სახაზო არმატურა, შეიცვლება და შეკეთდება დაზიანებული სადენები, ჩატარდება ეგხ-ს მაღლივი დათვალიერება, შეკეთდება ანძებთან მისასვლელი გზები, ანძები დაკომპლექტდა ნაკლული კუთხოვანებითა და ქანჩ-ჭანჭიკებით. ანძებს შორის მალებში შესრულდება გაჩეხვითი სამუშაოები, რომელთა შესრულება აუცილებელია ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში. ასევე, შესრულდება ყველა სხვა აუცილებელი სამუშაოები, რომელთა შესრულებაც არ იყო გათვალისწინებული გეგმით, მაგრამ აუცილებელია გადამცემი ხაზის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებისათვის.
ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე გარდა ზემოაღნიშნული სამუშაოებისა №176 და N225 კუთხური ანძების მდგრადობის შენარჩუნებისათვის შესრულდება მათი საჭიმრებით გამაგრება.