ამა წლის 12–14 ივნისს სს გეს „საქრუსენერგო”–ს გენერალური დირექტორი რომეო მიქაუტაძე და საზოგადოების სხვა ხელმძღვანელი თანამშრომლები მივლინებით იმყოფებოდნენ ხელვაჩაურის მუნიცეპალიტეტში, ქ. ბათუმში, 220კვ. ეგხ „აჭარაზე” მიმდინარე სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით.
ელექტროგადამცემი ხაზი ერთმანეთთან ქვესადგურებს “დ.ბათუმი–220კვ.„–სა და “ხოფას” (თურქეთის რესპუბლიკა) აკავშირებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შეიცვლა დაზიანებული იზოლატორები, ჩატარდა მიწის მოჭრის სამუშაოები სადენებთან გაბარიტის გაზრდის მიზნით და ა.შ.

  აღნიშნული სამუშაოები მნიშვნელოვნად გაზრდის ხაზის საიმედოობას და უზრუნველყოფს მის გამართულ მუშაობას.