საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით, 500 კვ ეგხ „კავკასიონი“ შეკეთებაში იდგა 2021 წლის 05 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით და შესრულდა სს გეს „საქრუსენერგოს“ ბიზნეს-გეგმის შესაბამისად.
აღნიშნული გეგმის მიხედვით, სამუშაოები ეგხ „კავკასიონზე“ წარიმართა კოდორის ხეობასა და გალის რაიონის ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთებზეც, შესაბამისად N153-236 და N1-N19 ანძებს შორის მონაკვეთებზე.
ეგხ-ს კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე შესრულდა დაზიანებული და გატეხილი იზოლატორებისა და სახაზო არმატურის შეცვლა, გადამცემი ხაზის ქვეშ და დაცვის ზონაში ჩატარდა ხე-მცენარეებისაგან გაწმენდითი სამუშაოები -14 ჰა ტერიტორიზე; N229 ანძაზე შეიცვალა დაზიანებული და დეფორმირებული კუთხოვანები.
გალის რაიონის ტერიტორიაზე ეგხ-ს N3, N4, N6, N8, N9 და N10 ანძებზე განხორციელდა ნაკლული კუთხოვანების დამონტაჟება. ეგხ „კავკასიონის“ N5 და N8 ანძების ფუნდამენტების გამგრდა გაბიონების მოწყობით. შესრულდა ასევე სხვა აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოები ეგხ-ს საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
ეგხ „კავკასიონის“ გალის რაიონსა და კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთებზე სამუშაოები შეასრულა კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ნიუ მეტალ ჯორჯიამ“. კონტრაქტორის მიერ წარმოებულ სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებდა სს გეს „საქრუსენერგოს“ პროექტირებისა და მშებლობის სამსახურის უფროსი იური ნადირაძე, წალენჯიხისს სსუ-ს ოსტატები სერგო მიქავა და თენგიზ მიქავა.
აღნიშნულ მონაკვეთებზე წარმოებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვანად ამაღლდა ეგხ „კავკასიონის“ საიმედოობა, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გადამცემი ხაზის ნორმალური ექსპლუატაციისათვის.