საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით 500 კვ ეგხ „ასურეთი“ შეკეთებაში ჩადგა 2020 წლის 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის  ჩათვლით.  ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულდა მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები, რომლებიც აუცილებელი იყო გადამცემი ხაზის საიმედოობისა და ენერგოსისტემის მდგრადობისათვის. კერძოდ: დაზიანებულ სადენებზე დაედო სარემონტო  სპირალური მომჭერები, შეიცვალა გატეხილი და დეფექტური განმბრჯენები და იზოლატორები, გასწორდა დამცავი ეკრანები. ეგხ „ასურეთი“ ქ/ს „ქსანი-500“-დან გადადის დიდგორის მთაზე, ძლიერი ქარის ზონაში, რის გამოც ეგხ-ს სადენებზე გვერდიდან ხეების დაცემის თავიდან ასაცილებლად  ჩატარდა მაღალი ხე-მცენარეების გადაბელვის სამუშაოები.

სამუშაოებს ასრულებდნენ თბილისის სსუ-სა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი. სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას და მონიტორინგს უწევდა აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი  ვახტანგ კიკვაძე, რომელიც ასევე აკონტროლებდა პერსონალის მიერ სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოებას.