საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთნ შეთნხმებით 500 კვ ეგხ „ქართლი-2“ შეკეთებაში ჩადგა 2023 წლის 20 აპრილიდან 02 მაისის ჩათვლით.

ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულდა სს გეს „საქრუსენერგოს 2023 წლის ბიზნეს-გეგმით გავალისწინებული, 500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ზე შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის: დაჭუჭყიანებული და დეფექტური იზოლატორების შეცვლა, ვიბროჩამქრობების,   განმუხტველი  რქებისა და დამცავი ეკრანების მონტაჟი, დამჭერი  მომჭერების გასწორება,  მარყუჟებსა და მალებში დაზიანებული სადენების შეკეთება, ბულდოზერის საშუალებით ანძებთან მისასვლელი და მალებში დროებითი სამანქანო გზების აღდგენა.  ეგხ-ს ცალკეული მონაკვეთების მაღლივი დათვალიერება, ეგხ-ს N179-N180 საანკერო მალში დაზიანებული AC-400/93 მარკის ერთი სადენის დემონტაჟი და ახლით შეცვლა, ეგხ-ს N194-N204 საანკერო მალში  მეხდამცავი  კოროზირებული ორივე გვარლის  შეცვლა  ახლით. შესრულდა ასევე გადაუდებელი სამუშაოები ეგხ-ს N60 ანძაზე, სადაც მარყუჟებში შეიცვალა „ა“ და „ც“ ფაზის  დაზიანებული სადენები, N106-N107 მალში შეკეთდა მეხამრიდი გვარლი და სხვა. გეგმით გათვალისწინებული დარჩენილი სამუშაოების შესრულებისათვის 500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ის შეკეთებაში ჩაყენება (10-12 დღით) ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან წინასწარი შეთნხმებით შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში.

500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ის სარემონტო სამუშაოთა წარმოებაზე ზესტაფონისა და ხაშურის სსუ-ების პერსონალთან ერთად მობილიზებული იყო თბილისისა და წალენჯიხის სსუ-ების, ასევე ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი.

ეგხ „ქართლი 2“-ის შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას და მონიტორინგს უწევდა დასავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე და აღმოსავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი   ვახტანგ  კიკვაძე. პერსონალის მიერ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე კონტროლს ახორციელებდნენ  შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია და იმავე სამსახურის უფროსის მოადგილე დემური ბუაძე. ტრანსპორტის და სპეცტექნიკის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფდნენ ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილეები გურამ ჯავშანაშვილი და ნიკოლოზ ყიფშიძე.

500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ის შეკეთებაში ყოფნის აღნიშნულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა გადამცემი ხაზის იმედიანობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ენერგოსისტემის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის, ასევე მოახლოებული გაზაფხულს და ზაფხულის წყალდიდობის სეზონის წარმატებით გავლისათვის.