საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთიანი საზიემო ღონისძიებების ფარგლებში, ენერგოკომპანიები: “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „საქრუსნერგო“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ წელს გორში იყვნენ წარმოდგენილები. ღონისძიებები გორის ცენტრალურ მოედანზე 12:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათზე ელექტრონული მუსიკის კონცერტით დასრულდა. ადგილზე განთავსებული იყო მასშტაბური ინსტალაციები და მაკეტები ენერგეტიკის თემაზე. საბავშო ზონაში კი პატარებს სხვადასხვა აქტივობებში (სახის მოხატვა, ძერწვა, გაფერადება) ჩართვა შეეძლოთ.