ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ  გიორგი ჩიქოვანმა, ენერგეტიკული  გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეშ კოპაჩმა და ევროკავშირის ელჩმა  საქართველოში იანოშ ჰერმანმა  საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით გამართულ პოლიტიკურ დისკუსიაში  მიიღეს მონაწილეობა.

9-10 ნოემბერს გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ენერგოსექტორში ახალი ენერგეტიკული კანონმდებლობის  საკვანძო თემები განიხილეს; მათ შორის, ასოცირებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხები. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ექსპერტებმა თავიანთი ცოდნა და გამოცდილება  საქართველოს ენერგოსექტორის წარმომადგენლებს გაუზიარეს.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის სს გეს “საქრუსენერგოს” ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ექსპერტები, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.