2022 წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ იქნა სს გეს „საქრუსენერგო“-ს (ს.ნ. 211324468) რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრება (ოქმი №3) და დღის წესრიგით გათვალისწინებულ №3 საკითხზე მიღებულ იქნა შემდეგ გადაწყვეტილება:
საკითხი №3. სს გეს „საქრუსენერგო“-ს სამეთვალყურეო საბჭოს ოთხი წევრის უფლებამოსილებების ვადის ამოწურვის შესახებ.
გადაწყვეტილება:
3.1. არჩეულ იქნან სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში 3 (სამი) წლის ვადით შემდეგი კანდიდატები:
– ალექსეი მოლსკი;
– ავთანდილ თევზაძე;
– მადინა კალოევა;
– ივანე როსტიაშვილი.
3.2. მოწონებულ იქნას წინამდებარე გადაწყვეტილების პროექტის 3.1. პუნქტში მითითებულ კანდიდატებთან გასაფორმებელი სასამსახურო ხელშეკრულების პროექტი დანართი №3-ის შესაბამისად;
3.3. მიენიჭოს სს გეს „საქრუსენერგოს“ რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების თავმჯდომარეს, წინამდებარე გადაწყვეტილების პროექტის 3.1. პუნქტში მითითებულ კანდიდატებთან გასაფორმებელი სასამსახურო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლებამოსილება;
3.4. დაევალოს სს გეს „საქრუსენერგო“-ს სამეთვალყურეო საბჭოს საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
3.5. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების საქმიანობის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს სს გეს „საქრუსენრგო“-ს 2016 წლის 29 დეკემბრის რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების №5 ოქმის გადაწყვეტილების 3.3. პუნქტის შესაბამისად;
3.6. დაევალოს სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს გენერალურ დირექტორს სათანადო ცვლილებების რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.