განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
(შესყიდვის ობიექტი: სს გეს „საქრუსენერგოს“ ელექტროგადამცემ ხაზებზე საექსპლუატაციო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებელად საჭირო მასალა-მოწყობილობები)
ქ.თბილისი 22 თებერვალი 2023 წ.
1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობაზე (ფორმა №2);
ბ) ინფორმაცია საქონლის ფასებისა და მიწოდების ვადების შესახებ (ფორმა №3);
გ) ინფორმაცია საქონლის ტექნიკური პარამეტრების, სტანდარტების, სერთიფიკაციისა და საგარანტიო პირობების შესახებ(ფორმა №4);
დ) გადახდა განხორციელდება საქონლის მიწოდების და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 კალენდარული დღის ვადაში, დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორებაც.
ე) ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას;
ვ) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 3,5%-ს (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას;
ზ) პრეტენდენტს უფლება აქვს წინადადება წარმოადგინოს როგორც ერთ ასევე რამდენიმე ლოტზე ერთდროულად, პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
თ) პრეტენდენტმა საკონკურსო წინადადებასთან ერთად, საკონკურსო განაცხადის კონკრეტული ლოტით მოთხოვნილი საქონლის ყველა პოზიციაზე უნდა წარმოადგინოს მწარმოებელი საწარმოს, ან ქარხანა-მწარმოებლის ოფიციალური სავაჭრო ორგანიზაციის მიერ პრეტენდენტის სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი, საქონლის დასახელების, რაოდენობისა და მიწოდების ვადების მითითებით, რომლის შესაბამისად, პროდუქციის ქარხანა-მწარმოებელი იღებს ვალდებულებას დაამზადოს, ხოლო თავად მწარმოებელი, ან მწარმოებლის ოფიციალური სავაჭრო ორგანიზაცია კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს პრეტენდენტს, საკონკურსო დოკუმენტაციით და შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული პროდუქცია. ქარხანა-მწარმოებლის საგარანტიო წერილის არ ქონა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
ი) ინფორმაცია საქონლის ფასებისა და მიწოდების ვადების შესახებ – ფორმა №3 (სავალდებულოა წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციის კონკრეტული ლოტით მოთხოვნილი საქონლის ყველა პოზიციის შეთავაზება).
• ცნობა რომ არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;
• ცნობა რომ ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
• ცნობა რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
კ) მიწოდებულ საქონელს თან უნდა ერთვოდეს ლოტების მიხედვით მოთხოვნილი სერთიფიკატები: წარმოშობის ან/და ხარისხის ან/და შესაბამისობის.
3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 2 მარტის 16:00 საათი. აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. განაცხადები შეფასდება 2023 წლის 2 მარტს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება) და მოიცავდეს მიმწოდებლის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს;
8. მიწოდება უნდა განხორციელდეს მიწოდების ვადის და შემოთავაზებული ფასის შესაბამისად.
9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
10. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ შეესაბამება მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირობებს და შესყიდვისთვის განსაზღვრულ თანხობრივ პარამეტრს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
11 გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
მსურველებს შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება როგორც ერთ, ასევე რამდენიმე ლოტზე ცალ-ცალკე, ლოტების მიხედვით.
ინფორმაცია საქონლის ფასებისა და მიწოდების ვადების შესახებ – ფორმა №3 (სავალდებულოა წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციის კონკრეტული ლოტით მოთხოვნილი საქონლის ყველა პოზიციის შეთავაზება).
საქონლის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის დღგ-ს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მობ: 595 00 33 33
იხილეთ დანართი:განცხადებაგანცხადება 2