2014 წლის 27 ივლისს 500 კვ ეგხ „იმერეთის“ N105-106 მალში „C“ ფაზის ერთ სადენზე დადებული სარემონტო მომჭერიდან გამოძვრა სადენი, რამაც გამოიწვია ხაზის ავარიული გამორთვა.  ანალოგიური შემთხვევა განმეორდა 2015 წლის 5 ივნისს, კერძოდ ეგხ „იმერეთის“ N334-335 მალში „В“ ფაზის ერთ სადენზე დადებული სარემონტო მომჭერიდანაც გამოძვრა სადენი და გადამცემი ხაზი გამოირთო ავარიულად. ორივე შემთხვევაში ადგილი ქონდა წანაქცევ ანძებს შორის დაზიანებულ სადენებზე დადებული სარემონტო მოჭერებიდან სადენის გამოძრობას.

პირველ შემთხვევაში ეგხ-ს აღნიშნულ მონაკვეთში შემდგომი ავარიის პრევენციის მიზნით,  2014 წელს ჩატარდა N104-N109 მალებში დაზიანებული სადენების შეცვლა, რაზეც გაიხარჯა  20 ტონამდე სადენი.

ეგხ „იმერეთის“ სხვა მონაკვეთებზეც, კერძოდ: N21-N24, N45-N48, N67-N77, N173-N174, N194-N196, N323-N328, N330-N336 და N340-N341 მალებში, რომლებშიც 1998-2006 წლებში არის წანაქცევი შუალედური ანძები და დამონტაჟებული იყო დიდი რაოდენობით  სარემონტო მომჭერები. აღნიშნული შემთხვევების სისტემატიური ხასიათის, მძიმე სისტემური ავარიების, უბედური შემთვევებისა და დიდი მატერიალური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, ასევე  ენერგოსისტემის საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის 500 კვ ეგხ „იმერეთზე“ ზემოაღნიშნულ მალებში 2015 წელს შეიცვალა 38 ათასი მეტრი (56 ტონამდე) AC 400/51 ტიპის სადენი და შესაბამისი სამონტაჟო არმატურა.