საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი პროგრამის შესაბამისად, სს გეს “საქრუსენერგოს” განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში გათვალისწინებული აქვს 500 კვ. ეგხ “მუხრანის” მიერთება ქ/ს “მარნეულის” 500 კვ. სალტეზე და 500 კვ. ეგხ “მარნეული-აირუმის” მშენებლობა, მარნეულის 500 კვ. ქვესადგურიდან საქართველო-სომხეთის საზღვრამდე.
2016 წლის 2 სექტემბერს დასრულდა 500 კვ. ეგხ”მუხრანის” ქ/ს”მარნეული-500″-ში შესვლის სამუშაოები. ეგხ “მუხრანის” მონაკვეთს ქ/ს”ქსანი-500″-დან ქ/ს “მარნეული-500″-მდე ეწოდა ახალი დისპეტჩერული სახელი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი”ასურეთი”. აღნიშნული ეგხ-ს სიგრძე შეადგენს 56 კილომეტრს და იგი 500 კვ. ეგხ “მარნეული-აირუმთან” ერთად, რომლის მშენებლობაც განხორციელდება 2017 წლისათვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება, როგორც საქართველოს ენერგოსისტემის უსაფრთხოებისა და მდგრადობის ამაღლებისათვის, ასევე ელექტროენერგიის ტრანზიტის გაზრდისათვის.