საქართველო 2015 წელს გახდა  ენერგეტიკული ქარტიის  თავმჯდომარე ქვეყანა.  თავმჯდომარეობის ფარგლებში, 2015 წლის 3-4 დეკემბერს,  ენერგეტიკული ქარტიის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას საქართველომ უმასპინძლა. კონფერენციაზე  განხილული იქნა ელექტროენერგიის ტრანზიტის საკითხები, ინვესტიციების მიმართულებით ენერგეტიკული ქარტიის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო პერსპექტივები.

4 დეკმბერს, თბილისში  – სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ენერეგტიკული ქარტიის გენერალური მდივანი ურბან რუსნაკი, აგრეთვე ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ქართული და უცხოური კომპანიები.

კონფერენციის ფარგლებში თბილისს 100-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი ეწვია: ქარტიის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები, საერთაშორისო ოგრანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სს „საქრუსენერგოს” გენერალურმა დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ. საკონფერენციო დარბაზში წარმოდგენილი იქნა სს „საქრუსენერგოს” სტენდი. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ჩვენი კომპანიის საქმიანობას, აგრეთვე კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სუვენირები.

ენერგეტიკული ქარტია ევროპისა და აზიის 50-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს. მის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი სრულყოფა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს.  1995 წლიდან, საქართველო ენერგეტიკული ქარტიის წევრია.