2015 წლის 27 აგვისტოს სს გეს „საქრუსენერგოს” თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს  უანგარო დონორის აქციაში „გმადლობ, რომ სიცოცხლე გადამირჩინე!”

ჩვენი კომპანიის თანამშრომლებმა მიიღეს წინასწარი კონსულტაციები შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის” მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან და გაიღეს სისხლი მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„საქრუსენერგოს” თანამშრომელთათვის დიდი პატივია  მონაწილეობა მიიღონ მსგავს და სხვა სახის საქველმოქმედო აქციებში და  მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას.

მოწიწებით მოგიწოდებთ ყველას, მონაწილეობა მიიღოთ  უანგარო დონორის აქციაში „გმადლობ, რომ სიცოცხლე გადამირჩინე!”