2014 წლის 12 ოქტომბერს სს გეს “საქრუსენერგოს” ხელმძღვანელობამ 500 კვ ეგხ “იმერეთზე” მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. ეგხ იმერეთი შეკეთებაში იყო 3 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით.
   ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ძირითადად შესრულდა გეგმით გაუთვალისწინებელი სამუშაოები, რომელიც გამოწვეული იყო 2014 წლის 27 ივლისს #105-#106 ანძებს შორის მალში “C” ფაზის სადენის დაზიანებით. როგორც ცნობილია აღნიშნულ მალში სადენი გაწყდა სარემონტო მომჭერში, რომელიც დაედო 2002 წელს. ამ დროს წაიქცა ეგხ “იმერეთის” #105 და #106 ანძები და დააზიანა სხვა ფაზის სადენებიც. აღნიშნულ მალში და მიმდებარე მალებში სადენის დაზიანების გამო სარემონტო და შემაერთებელი მომჭერები დაადეს სხვა ფაზის სადენებსაც. შექმნილმა პრეცენდენტმა აუცილებელი გახადა ამ გადაბმების ხარისხის შემოწმება, რომლის შესრულება ეგხ-ს შეკეთებაში ჩაყენებისა და მათი დემონტაჟის გარეშე შეუძლებელი იყო. მიღებული იქნა გადაწყვეტილება სადენები შეცვლილიყო ეგხ “იმერეთის #103-#108 ანძებს შორის მალებშიც, რადგან საერთო ჯამში აქ დამონტაჟებული იყო 61 სარემონტო და შემაერთებელი მომჭერი.
    ეგხ “იმერეთის შეკეთებაში ყოფნის პერიოდში 3 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით #103-#108 ანძებს შორის მონაკვეთზე ყველა ფაზაში მოხდა არსებული სადენის ამოჭრა და მისი შეცვლა ახლით. შესაბამისად სადენებს დაედო მხოლოდ აუცილებელი რაოდენობის შემაერთებელიმ მომჭერები (22 ცალი).

    ასევე აღნიშნულ პერიოდში ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის ფარგლებში შპს “ელექტრონმა”, რომელიც წარმოადგენს “ტოდონი ტაკენაკას” კონტრაქტორს ეგხ “იმერეთის” #385-#386 მალში საავტომობილო გზის გადაკვეთაზე შეასრულა სადენების დემონტაჟი და გადატანა ახლადდამონტაჟებულ #386ა ანძაზე.