ფორმა N1
განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
შესყიდვის ობიექტი: 500 კვ ეგხ ,,იმერეთის“ N330-N340 საანკერო მალში Р2 ტიპის N335, N336 და N337 შუალედური ანძების У2К+5 ტიპის კუთხური ანძებით შეცვლის და 500 კვ ეგხ ,,იმერეთის“ N328-N329 ანძებს შორის მონაკვეთზე დაზიანებული სადენების შეცვლის სამუშაოებზე
ქ. თბილისი 29 ივლისი 2022 წ.
1) სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული მომსახურების შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ენა ქართული.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N3); (ფორმა N4);
გ) გადახდა განხორციელდება სამუშაოების შესრულების ეტაპების მიხედვით, შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, დასაშვებია წინასწარი გადახდა. მოთხოვნილი ავანსის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სახელშეკრულებო ღირებულების 50%. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული უპირობო საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამშაოების დასრულების ვადას.
დ) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 10 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 3.5% ოდენობაზე (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება). რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.
პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს, უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
• შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა რომ პრეტენდენტი კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრება, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაციის საქმის წარმოება;
• შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტის ქონებას არ ადევს ყადაღა.
• ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ.
ვ) მოთხოვნა კომპანიის და მასში დასაქმებული ტექნიკური პერსონალის გამოცდილების და მატერიალურ ტექნიკური ბაზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ:
• პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, კერძოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში 220 კვ-და ზემოთ ელექტროგადამცემი ხაზების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
• პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებები ან/და მიღება-ჩაბარების აქტები.
• მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.: ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმების, მოქმედების და სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
• პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციული სტრუქტურა, დასაქმებული მუშა-მოსამსახურე პერსონალის რაოდენობებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
• პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მოთხოვნილ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა მოიცავდეს მშნებლობის პერიოდში მოთხოვნილი ტექნიკით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ ხელშეკრულების ან/და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლებს (შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოითხოვოს დოკუმენტის დედანი ან/და ნოტარიალურად დამოწმებული ასლი).
დასახელება რაოდენობა საკუთრების ტიპი
ბულდოზერი 130 ც.ძ. და მეტი 1 ცალი საკუთარი ან/და გრძელვადიანი ხელშეკრულებით მინიმუმ 2 თვე გამოყენების უფლებით.
ექსკავატორი 1 ცალი საკუთარი ან/და გრძელვადიანი ხელშეკრულებით მინიმუმ 2 თვე გამოყენების უფლებით.
ავტოამწე 25 ტ და მეტი 1 ცალი საკუთარი ან/და გრძელვადიანი ხელშეკრულებით მინიმუმ 2 თვე გამოყენების უფლებით.
მოთხოვნა მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ ადგენს იმ მინიმუმს რაც საჭიროა პროექტის ჯეროვნად განსახორციელებლად, მაგრამ არ აძლევს პრეტენდენტს უფლებას მოახდინოს ამ მოთხოვნაზე აპელირება თუკი მშენებლობის მიმდინარეობისას დადგება მეტი პერსონალის ან/და ტექნიკის მობილიზების საჭიროება, პროექტის დროულად შესასრულებლად.
3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. N1. სს გეს „საქრუსენერგო“-ს კანცელარია.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 5 აგვისტო18 საათამდე . აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. განაცხადები გაიხსნება 2022 წ. 5 აგვისტოს 18 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1. სს გეს „საქრუსენერგო“.
6. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ამავე პუნქტში მითითებულ მისამართზე. უცხოური ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ განაცხადს თან უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში, ლარებში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება) და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს, მათ შორის დღგ-ს.
8. მიწოდება უნდა განხორციელდეს პროექტის შესაბამისად.
9. განაცხადი ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
10. შემოსული განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მიერ შემუშავებულ „ტექნიკური დავალების, ხარჯთაღრიცხვის და მიწოდების გრაფიკის ფორმებს”. – განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს, შესყიდვისთვის განსაზღვრულ ფინანსურ პარამეტრს და არ შესამამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო, ხოლო შესყიდვის პროცედურაში მონაწილე პირი დისკვალიფიცირებული.
11 გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მობ: 595957070 ; 595 00 33 33
იხილეთ დანართ: განცხადებაგანცხადება 2განცხადება 3