2011 წლის ნოემბრის თვეში ს.ს. “საქრუსენერგოს” ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა
ე.გ.ხ. “კავკასიონი”
–რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარდა გაჩეხვითი სამუშაოები, კერძოდ გაიჩეხა ეგხ-ს შემდეგი მონაკვეთები: №108-108A, 125-126, 127-128, 133-134, 600-639 და 711-753.
ასევე ჩატარდა ტექნიკური მომსახურების სამუშაოები: ღამის შემოვლები №44, 74, 217, 233 და 360 ანძებთან, ფუნდამენტების მდგომარეობის შემოწმება № 207-403 ანძებს შორის მონაკვეთზე.
ე.გ.ხ. “იმერეთი”
–ნოემბრის თვის დასაწყისში დასრულდა სექტემბერში დაწყებული ეგხ-ს მთელი სიგრძის ფართომასშტაბიანი გაჩეხვითი სამუშაოები.
ე.გ.ხ. “მუხრანი”
–გრძელდება №1-36/1 მონაკვეთში სადენის სამონტაჟო სამუშაოები. აღნიშნულ პერიოდში ჩაეწყო ფუნდამენტები, აეწყო და დამონტაჟდა ახალი, У2 ტიპის №24ა ანძა, მოეწყო დამიწება.
–№12-№24ა მონაკვეთში ჩატარდა სადენის სამონტაჟო სამუშაოები.
–დეკემბრის თვეში დაგეგმილია №1-12 საანკერო მალში სადენის მონტაჟი, განბრჯენების მონტაჟი №1-36 მონაკვეთზე და მარყუჟების თერმოშედუღება კუთხურ ანძებზე, რითაც დასრულდება №1-36/1-ის სარემონტო სამუშაოები.
ე.გ.ხ. “აჭარა”
მიმდინარეობს ეგხ-ს მთელი სიგრძის ფართომასშტაბიანი გაჩეხვითი სამუშაოები, კერძოდ ნოემბრის თვეში გაიჩეხა ეგხ-ს №15-17 და №19-46 ანძებს შორის მონაკვეთები, გაჩეხვითი სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადაა დეკემბრის შუა რიცხვები.