2013 წლის მარტის თვეში სს “საქრუსენერგოს” ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა
ე.გ.ხ. “კავკასიონი”
საქართველოს მონაკვეთზე მარტის თვეში სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.
რუსეთის მონაკვეთზე ჩატარდა გაჩეხვითი სამუშაოები, კერძოდ გაიჩეხა ეგხ-ს №589-594 ანძებს შორის მონაკვეთი (5 მალი – 1,47 კმ). დათვალიერდა ყინულმოცვის დნობის დამამოკლებელი პუნქტი; №210, 212, 215, 219, 221, 243, 248, 251, 252, 253, 254, 255, 259, 260, 262, 263, 296, 298, 300, 301, 302, 304, 305, 308, 309, 319, 320, 322, 323, 325 (30 ანძა) შუალედურ ანძებზე დარეგულირდა ანძის დამჭერი გვარლები; №251, 252, 253, 262, 288, 315, 305, 306, 308, 322 (10 ანძა) ანძებზე შეკეთდა დამჭერი გვარლების დამიწებები; დათვალიერდა მეწყერსაშიშ ზონებში მდებარე №217, 234, 388, 496а, 297, 711, 712, 713 (8 ანძა) ანძები.
ე.გ.ხ. “იმერეთი”
16 მარტს ეგხ-ს 3 საათიანი შეკეთებაში ჩაყენების პერიოდში შეკეთდა №144 ანძის ჩ ფაზის მარყუჟის დაზიანებული სადენი და №340 ანძის A ფაზის მარყუჟის სადენები. ჩატარდა ეგხ-ს №71-117, 130-175, 220-285 ანძებს შორის მონაკვეთების შემოვლა-დათვალიერება დეფექტაციის მიზნით.
ე.გ.ხ. “ქართლი-2”
ჩატარდა ეგხ-ს მთელი სიგრძის (№1-475) არაგეგმიური შემოვლა-დათვალიერება.
ე.გ.ხ. “ქართლი-1”
ეგხ-ს 20 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, 15 დღიანი შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ჩატარდა შემდეგი სახის სარემონტო სამუშაოები. შეიცვალა გატეხილი იზოლატორები ანძებზე №№40, 42, 43, 51, 52, 54, 55, 56, 57, 58, 61, 62, 68, 86, 91, 100, 101, 102, 114, 116, 121, 122, 130, 131, 136, 137, 140, 141, 149, 152, 153, 156, 163, 164, 166, 186, 187, 188, 193, 239, 240 – ჯამში 41 ანძაზე შეიცვალა 243 ცალი გატეხილი იზოლატორი. №115 და №116 ანძებზე შეიცვალა B ფაზის გირლიანდები, ჯამში 48 ცალი იზოლატორი;
შეიცვალა ფაიფურის იზოლატორები მინის იზოლატორებით №№179, 180, 181, 182, 186, 187, 188, 193, 202, 207, 208, 226 – ჯამში 12 კუთხურ ანძაზე შეიცვალა 4968 ცალი იზოლატორი. №41 ანძაზე შეიცვალა 75 ცალი დაჭუჭყიანებული იზოლატორი; №170 ანძის სამივე ფაზაზე შეიცვალა მთლიანი გირლიანდები, ჯამში შეიცვალა 75 ცალი იზოლატორი;
მეხდამცავ გვარლებზე დამონტაჟდა ვიბროჩამქრობები ანძებზე №№16, 17, 19, 20, 40, 41, 42, 43, 52, 53, 55, 56, 57, 58, 62, 65, 86, 91, 100, 102, 114, 115, 116, 121, 127, 128, 130, 131, 136, 137, 141, 145, 158, 167, 168, 170, 171, 176, 178, 179, 180, 181, 182, 186, 188, 193, 202, 207, 208, 226, 243, 244 – ჯამში 52 ანძაზე დამონტაჟდა 189 ცალი ვიბროჩამქრობი.
შეიცვალა გატეხილი განბრჯენები მალებში №№2-3, 32-33, 39-40, 40-41, 43-44, 50-51, 78-79, 79-80, 81-82, 106-107, 107-108, 112-113, 113-114, 118-119, 122-123, 153-154, 168(მარყუჟში), 168-169, 169-170, 178(მარყუჟში), 228-229, 231-232, 237-238 სულ 21 მალში და 2 ანძის მარყუჟში შეიცვალა 106 ცალი განბრჯენი.
№42, 43, 49, 51, 52, 53, 57, 58, 62, 65, 114, 116, 121, 122, 131, 164 (16 ანძა) ანძებზე სადენის დამჭერ გირლიანდებში შეიცვალა გაცვეთილი არმატურა.
№61, 68, 74, 130, 139, 147, 158, 159, 160, 166, 167, 177, 178, 179, 180, 186, 202, 243, 244, 245 (20 ანძა) ანძებზე მარყუჟების დამჭერ გირლიანდებში შეიცვალა გაცვეთილი არმატურა.
№37, 41, 42, 51, 52, 53, 54, 55, 57, 58, 59, 62, 86, 91, 100, 101, 109, 128, 131, 137, 145, 154, 176, 189, 191, 195, 196, 241, 242 (29 ანძა) ანძებზე მეხამრიდი გვარლის დამჭერ გირლიანდებში შეიცვალა გაცვეთილი არმატურა (გვარლის დამჭერი ნავი, დამაგრების კვანძი, კავი და სხვა).
მარყუჟებში დამონტაჟდა დამცავი ქუროები: №2–6, 180–3, 202-1, 207–6, 208–2, 226–6, 239–1, 243–1 – ჯამში 8 ანძაზე დამონტაჟდა 26 ცალი ქურო;
№86 ანძის მეხდამცავ გვარლზე დამონტაჟდა განნმუხტველი რქები, №156 ანძაზე შეკეთდა მეხდამცავი გვარლის დაზიანებული ძარღვი, ხოლო №168 ანძაზე მარყუჟის სადენს დაედო არტახი, №35 და №159 ანძებზე გასწორდა დეფორმირებული დამცავი ეკრანები, №245-ზე სამსხივიანი მხრეული, ხოლო №56 და №58 ანძებზე გასწორდა შემობრუნებული დამკავი მომჭერები;
№239 და №240 ანძებზე დამონტაჟდა სამსხივიანი მხრეულები და გამთანაბრებელი ეკრანები.
გაიწმინდა №181, 148-159, 164-167, 202, 207, 208 ანძებთან მისასვლელი გზები, გაიჩეხა დგარების ძირები და მიმდებარე ტერიტორია ბუჩქებისა და ეკალ-ბარდებისაგან;
სადენსა და მიწას შორის გაბარიტის ნორმაში მოყვანის მიზნით, ბულდოზერის საშუალებით მოიჭრა მიწა №45-46, №46-47, №47-48, №56-57, №60-61, №66-67, №111-112, №115-116, №118-119, №127-128, №129-130, №147-148, №155-156 მალებში (13 მალი);
ე.გ.ხ. “მუხრანი”
ჩატარდა დათვალიერება ეგხ-ს მთელ სიგრძეზე. №175-207 და 219-232 ანძებს შორის მონაკვეთებში დამონტაჟდა გამაფრთხილებელი ნიშნები და განხორციელდა ანძების ფოტოგრაფირება. №168 ანძაზე, ეგხ-ს გამთლიანების მიზნით შეერთდა გახსნილი მარყუჟის სადენები.