ე.გ.ხ. “კავკასიონი”
საქართველოს მონაკვეთზე, სექტემბრის თვეში სარემონტო და გაჩეხვითი სამუშაოები არ ჩატარებულა.
რუსეთის მონაკვეთზე ჩატარდა მცენარეებისაგან გაწმენდითი სამუშაოები, კერძოდ ეგხ-ს #5-6, 6-7, 11-12, 12-13, 14-15, 15-16, 89-90, 124-125, 501-502, 512-513, 514-514, 514-515, 544-545, 691-692, 692-693 მალებში. დათვალიერდა მეწყერსაშიშ ზონებში მდებარე #217, 234, 388, 397, 496а, 608, 609, 643, 644, 711, 712, 713 ანძები. ჩატარდა ეგხ-ს #5-48 ანძებს შორის მონაკვეთის შემოვლა-დათვალიერება.ე.გ.ხ. “იმერეთი”
აღდგენილი იქნა კუთხოვანებისგან გაძარცული #98 და #100 კუთხური ანძები. ბულდოზერის საშუალებით აღდგენილი იქნა #244, 245, 246, 247, 248, 249, 250, 251, 252, 253, 254 ანძებთან მისასვლელი გზები. ეკალ-ბარდებისაგან გაიწმინდა და გასუფთავდა #389 და #390 ანძების ძირები.
ე.გ.ხ. “ქართლი-2”
10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით, ეგხ-ს 8 დღიანი შეკეთებაში ყოფნის დროს, ჩატარდა შემდეგი სარემონტო სამუშაოები: შეიცვალა ფაიფურის იზოლატორები მინის იზოლატორებით ანძებზე #77, 79, 82, 83, 105, 106, 369, 370, 386, 387, ჯამში 10 კუთხურ ანძაზე შეიცვალა 3870 ცალი იზოლატორი. შეიცვალა გატეხილი იზოლატორები ანძებზე #188-2ც, #189-3ც, #201-2ც, #202-2ც, #209-4ც, #216-2ც, #223-3ც, #228-3ც, #235-4ც, #236-2ც, #386-1ც, #407-2ც, #418-2ც, ჯამში 13 ანძაზე შეიცვალა 32 ცალი იზოლატორი. #407 და #418 ანძებზე შეიცვალა გაცვეთილი ყუნწები. #386-387 მალში (ავტობანის გადაკვეთა) სამივე ფაზაში შეიცვალა 36 ცალი განმბრჯენი, ხოლო #386 და #387 ანძებზე გირლიანდის ბოლოებში მარეგულირებელი რგოლებით შეიკრა სამკუთხედები. #81-82, 105-106 და 433-434 მალებში შეიცვალა დაზიანებული განბრჯენები, ჯამში 3 მალში დამონტაჟდა 34 ცალი განმბრჯენი. #186-187 და #214-215 მალებში არტახის დადების გზით გარემონტდა დაზიანებული სადენი. #192-193 მალის A ფაზაში და #229-233 მალების C ფაზაში დამონტაჟდა მეხდამცავი გვარლი. #216, 217, 218, 219, 220, 438, 439, 445 ანძების გარშემო გაიჩეხა წამოზრდილი ხე-მცენარეები, ხოლო #330-331 მალის გვერდითა გაბარიტში მოიჭრა მაღალი ხეები. სატყეო დეპარტმენტს ჩაბარდა #214-215 მალში აგვისტოს თვეში მოჭრილი და დროებით დასაწყობებული ხეები. გაგრძელდა #369÷409 მონაკვეთის ანძების სამღებრო სამუშაოები.ე.გ.ხ. “ქართლი-1”
3 სექტემბერს, ეგხ-ს 1 დღიანი შეკეთებაში ყოფნის დროს შეიცვალა გატეხილი იზოლატორები ანძებზე #171 _ 5ც, #172 _ 1ც, #173-2ც, ამავე ანძებზე დამონტაჟდა მეხდამცავი გვარლის ვიბროჩამქრობები. გაუქმდა #168 ანძის სადენებზე მიერთებული დროსელი და შესაბამისი ფაზა გადავიდა მარყუჟში.ე.გ.ხ. “მუხრანი”
#121, 122, 129 ანძებზე შეიღება აღდგენილი კუთხოვანები.
ე.გ.ხ. “აჭარა”
ჩატარდა ეგხ-ს მთელი სიგრძის (#1-50) შემოვლა-დათვალიერება. გაიწმინდა და გაიჩეხა #2, 14, 16, 21, 25 ანძის ძირები და მიმდებარე ტერიტორია.