ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით 330 კვ ეგხ „გარდაბანი“ შეკეთებაში ჩადგა 2020 წლის 03 და 04 სექტემბერს, ელექტროგადამცემ ხაზზე საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების წარმოების მიზნით.
შეთანხმებული კალენდარული გეგმა-გრაფიკის მიხედვით 330 კვ ეგხ „გარდაბანი“ შეკეთებაში უნდა ჩამდგარიყო 6 დღით – 01 სექტემბრიდან 06 სექტემბრის ჩათვლით. გარკვეული მიზეზების გამო ეგხ „გარდაბანი“ მიმდინარე წელის სხავადასხვა დროს შეკეთებაში იდგა 19 დღის განმავლობაში, რა დროსაც სს გეს „საქრუსენერგოს“ პერსონალმა შეასრულა გეგმით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოთა გარკვეული მოცულობები, რის გამოც დაჩენილი სამუშაოების შესასრულებლად საკმარისი იყო მისი ორი დღით ჩაყენება შეკეთებაში.
2020 წელს 330 კვ ეგხ ,,გარდაბნის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულდა:
- NN 23; 24; 26; 27; 30; 32; 33; 34; 35; 36; 43; 56; 57; 59; 60 ანძების ტრავერსებიდან ფრინველების ბუდეების ჩამოხსნა;
- N40 და N45 ანძებზე ყუნწში გაღუნული იზოლატორების შეცვლა, სულ 8 ცალი იზოლატორი;
- ეგხ-ს მაღლივი დათვალიერება – 17 ანძაზე;
- NN41-42 მალში ამონაყარი მცენარეების მოჭრა და სხვა.
სამუშაოებს აწარმოებდა თბილისის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნისა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი.