2019 წლის 19 აპრილს  აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში გაიმართა შეხვედრა 330 კვ ეგხ „გარდაბნის“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სს „აზერენერჯის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და სს გეს „საქრუსენერგოს“ წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განხილული იქნა შეთანხმების პროექტი 330 კვ სახელმწიფოთაშორისი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის „1,2 გარდაბნის“ მშენებლობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის მხარეს უკვე დამონტაჟებული აქვთ 105 ანძა (162 ანძიდან) და 42 კმ-დან გაჭიმული აქვთ 7 კილომეტრი სადენი (ფაზაში 2АС300/39 ტიპის სადენით).

შეხვედრის ოქმში გაიწერა მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები – თუ რაზე იღებენ პასუხისმგებლობას აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობით დაინტერესებული კომპანიები. სს გეს „საქრუსენერგოს“ პასუხისმგებლობით განხორციელდება 330 კვ ეგხ            „1,2 გარდაბნის“ დაპროექტება და მშენებლობა, რომელიც უნდა დასრულდეს 2021 წლისათვის.

როგორც შესაძლო ვარიანტი შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები ორჯჭვა ელექტროგადამცემი ხაზის ერთი ჯაჭვის მარნეულის ქვესადგურში შესვლასთან დაკავშირებით, ასევე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით „აღსტაფის“ ქვესადგურთან  დაკავშირება განხორციელდეს საქართველოს მხარეს 500 კვ ეგხ „მუხრანის ველისა“ და აზერბაიჯანის მხარეს 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ გამოყენებით. გადაწყვეტილებები აღნიშნულ მოსაზრებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც გადაწყდ,ა რომ გაიმართება თბილისში, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ივნისისა.